Home განათლება სამი ქართველი მოსწავლე, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ

სამი ქართველი მოსწავლე, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ

457
SHARE

ლუკა გურ­გე­ნი­ძე, ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლი და ლუკა მდი­ვა­ნი იმ ქარ­თველ მოს­წავ­ლე­თა შო­რის არი­ან, ვინც სექ­ტემ­ბრი­დან ამე­რი­კულ გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს და რაც მთა­ვა­რია, სრუ­ლი­ად უფა­სოდ!

ბი­ჭე­ბი სკო­ლა-პან­სი­ონ კო­მა­რო­ვის იმ ხუთ მოს­წავ­ლეს შო­რის არი­ან, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ ამე­რი­კის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. მოს­წავ­ლე­ებ­მა AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვი­ან­თი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ემო­ცი­ე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს და უამ­ბეს, რო­გორ შეძ­ლეს რამ­დე­ნი­მე ათა­სი აშშ დო­ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

ლუკა გურ­გე­ნი­ძე და ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლი სწავ­ლას აშშ-ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ლუკა მდი­ვა­ნი კი სექ­ტემ­ბრი­დან მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნეთ­ში იცხოვ­რებს და ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლის.

ლუკა გურ­გე­ნი­ძე, Vanderbilt University

ლუკა გურ­გე­ნი­ძე აშშ-ში, ნეშ­ვილ­ში მდე­ბა­რე “ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში” (Vanderbilt University) ჩა­ი­რი­ცხა. სას­წავ­ლე­ბე­ლი ტე­ნე­სის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს და სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს. დღე­ის­თვის, “ვან­დერ­ბილ­ტის” ოთხ სა­ბა­კა­ლავ­რო და ექვს სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე 11 000 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, რომ­ლებ­მაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რეს.

“ვან­დერ­ბილტმა” ლუ­კას წე­ლი­წად­ში 80 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პროგ­რა­მა და­უ­ფი­ნან­სა. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­ღებს ცოდ­ნას.

“დიდი ხა­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, რომ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ვის­წავ­ლო და ვე­ძებ­დი უნი­ვერ­სი­ტეტს, სა­დაც თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ­დი და ამავდრო­უ­ლად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბო­და, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე იმ­დე­ნად დი­დია გა­და­სა­ხა­დი, რომ იქ წას­ვლა თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ალ­ბათ იმი­ტომ ავირ­ჩიე, რომ ბავ­შვო­ბა­ში­ვე მქონ­და ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა. მე-6 კლა­სი­დან დავ­დი­ო­დი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ “მზი­ურ­ში” და ეს სფე­რო ძა­ლი­ან მომ­წონ­და. შემ­დეგ აღარ მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სწავ­ლა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა “მზი­ურ­ში” და მოვ­წყდი ამ სფე­როს.

გა­და­ვე­დი მა­თე­მა­ტი­კა­ში, თუმ­ცა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტე­რე­სი დამ­რჩა. კომ­პი­უ­ტე­რი, პროგ­რა­მი­რე­ბა, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა – მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე. “მზი­უ­რის” პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და გაძ­ლევს შანსს, რომ პროგ­რა­მი­რე­ბის სა­წყი­სე­ბი შე­ის­წავ­ლო” – გვე­უბ­ნე­ბა ლუკა.

იმის­თვის, რომ სწავ­ლა “ვან­დერ­ბილ­ტში” გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ლუკა სა­კუ­თარ თავ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. ეს პრო­ცე­სი რო­გორც სხვა­დას­ხვა ოლიმ­პი­ა­დას, ისე მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ და სხვა ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბას მო­ი­ცავ­და.

“იმის­თვის, რომ ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვდე, უნდა და­წე­რო პერ­სო­ნა­ლუ­რი ესე, რო­მელ­საც შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ქუ­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის გარ­და ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე-12 კლა­სამ­დე უნდა მო­ას­წრო ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბაც, კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბაც” – ამ­ბობს ლუკა და შე­კი­თხვა­ზე – რო­გორ ფიქ­რობს, რა­ტომ მოხ­ვდა იმ იღ­ბლი­ან სტუ­დენ­ტებს შო­რის, ვინც “ვან­დერ­ბილ­ტში” ის­წავ­ლის, გვპა­სუ­ხობს, რომ ერთ-ერ­თია, ვი­საც მო­მა­ვალ­ში “საქ­მის კე­თე­ბა” მარ­თლა სურს და მისი წარ­მა­ტე­ბაც ამან გა­ნა­პი­რო­ბა.

ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტი­პენ­დი­ან­ტმა ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცის, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა და მი­ღე­ბულ ცოდ­ნას აქ გა­მო­ი­ყე­ნებს თუ მუ­შა­ო­ბას აშშ-ში გა­აგ­რძე­ლებს. ჯერ­ჯე­რო­ბით, იცის ის, რომ სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლად და უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბით უნდა და­ას­რუ­ლოს.

ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლი, Lafayette College

2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლის­თვი­საც გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა. 17 წლის ახალ­გაზ­რდა სწავ­ლას პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, “ლა­ფა­ი­ე­ტის კო­ლე­ჯში” (Lafayette College) სა­ვა­რა­უ­დოდ, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლებს.

ლექ­სოს 4-წლი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 280 000 დო­ლა­რია და მან სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად ლექ­სო­მაც აპ­ლი­კა­ცია შე­ავ­სო, მი­უ­თი­თა თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ნიშ­ნე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ერთი თვის შემ­დეგ კი მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო პა­სუ­ხი მი­ი­ღო.

კო­ლე­ჯში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად სხვა­დას­ხვა სა­გან­ში ტეს­ტის და­წე­რაც მო­უხ­და, სა­ი­და­ნაც ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კა­ში უმაღ­ლე­სი – 800 ქულა მი­ი­ღო.

“ამ­ხე­ლა ქუ­ლას იშ­ვი­ა­თად იღე­ბენ ხოლ­მე და სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბა ამა­ში კარ­გად და­მეხ­მა­რა. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი აბა­რებს ამ გა­მოც­დას, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ხე­ლა ქუ­ლას 5%-იც ვერ იღებს. ამე­რი­კა­ში ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბას სხვა­ნა­ი­რად იღე­ბენ და სკო­ლებ­ში ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბაც სხვაგ­ვა­რად ხდე­ბა. ამ მხრივ კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში ხელ­შე­წყო­ბა არის, რომ ის მა­სა­ლა, რისი სწავ­ლაც უცხო­ეთ­შიც მო­უ­წევთ, ბავ­შვებ­მა მარ­ტი­ვად აით­ვი­სონ” – გვი­თხრა ლექ­სომ.

ლუკა მდი­ვა­ნი, Duke Kunshan University

ლუკა გურ­გე­ნი­ძი­სა და ლექ­სო ბო­რაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლუკა მდი­ვა­ნი არა აშშ-ში, არა­მედ ჩი­ნეთ­ში, დუკ კუნ­შა­ნის ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (Duke Kunshan University) ის­წავ­ლის. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩი­ნუ­რად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა იმე­დოვ­ნებს, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში ის­წავ­ლის. სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც ლუკა ის­წავ­ლის, წე­ლი­წად­ში 55 000 დო­ლა­რია.

“კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ მხრივ ჩი­ნე­თი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა. როცა უნი­ვერ­სი­ტეტს ვარ­ჩევ­დი, ვი­ფიქ­რე იმა­ზე, რომ სწავ­ლას­თან ერ­თად, ჩი­ნურ კულ­ტუ­რას გა­ვეც­ნო­ბო­დი და თან ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის­წავ­ლი­დი” – აღ­ნიშ­ნა ლუკა მდი­ვან­მა.

რა­ტომ ირ­ჩე­ვენ ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი უცხო­ურ გა­ნათ­ლე­ბას? – ამ შე­კი­თხვა­ზე ლუ­კას ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი აქვს: “სწავ­ლე­ბის დონე იქ უფრო მა­ღა­ლია და უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნა და სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა შე­გიძ­ლია”.

სკო­ლა-პან­სი­ონ კო­მა­რო­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით, სრუ­ლად აკა­დე­მი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უჭირთ.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here