Home სხვადასხვა გართობა პროფესორმა ლექცია სტუდენტის შვილთან ერთად „წაიკითხა“

პროფესორმა ლექცია სტუდენტის შვილთან ერთად „წაიკითხა“

163
SHARE

საიფორმაციო პორტალის CNN-ის ცნობით, ამერიკულ კოლეჯში, პროფესორმა ლექცია სტუნდეტის ბავშვით ხელში წაიკითხა. სააგენტოს განმარტებით, მამაკაცი ცდილობდა დახარებოდა სტუდენტს.

26 წლის უეინ ჰეინერმა ძიძა ვერ დაიქირავა და იძულებული გახდა შტატ ჯორჯიას ქალაქ ატლანტაში მდებარე კოლეჯ მორჰაუსშიალგებრის ლექციაზე 5თვის ქალიშვილთან ერთად მისულიყო.

ლექციის დაწყებამდე ჰეინრმა ბოდიში მოუხადა პროფესორ ნათან ალექსანდერს და ეცადა აეხსნა სიტუაცია. ამავე დროს პროფესორმა სტუნდეტს მასალის ჩაწერის გასამარტივებლად დახმარება შესთავაზა. ერთ-ერთმა სტუდენტმა პროფესორისთვისფოტოსურათის გადაღება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნება შეძლო. ფოტოსურათი ასევე იხილა კოლეჯის პრეზიდენტმა დევიდ თომასმა.

„ეს სიყვარულისა და იდეის მაგალითია“, – განაცხადა მან.

თავად პროფესორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რო, ბავშვი ლექციის დროს ხელს არავის უშლიდა და ბოლოს დაიძინა კიდევაც.

„ჩემი სტუდენტი ორ ადგილას მუშაობს, სწავლობს, კლასგარეშე საქმიანობას ეწევა და კიდევ ბავშვს ზრდის“, – განმარტა ალექსანდერმა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here