Home მედიცინა ტკიპის სეზონი დაიწყო – როგორ ავარიდოთ ბავშვს პრობლემა

ტკიპის სეზონი დაიწყო – როგორ ავარიდოთ ბავშვს პრობლემა

307
SHARE

დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული რიტმისა და უამრავი ყოფითი პრობლემის ფონზე, მშობლებს გარკვეული რეკომენდაციების შეხსენება სჭირდებათ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპებიც აქტიურდებიან და ყირიმ-კონკოს დაავადების გავრცელების რისკიც მატულობს.
“ტკიპას ნაკბენი იწვევს ყირიმ-კონგოს ცხელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ბუნებაში ტკიპა არის და იქნება. ყველა მათგანი არ არის დაავადების გადამტანი, მაგრამ, ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. როცა ბავშვი ბუნებიდან სახლში შეგყავთ, უნდა დაათვალიეროთ. ტკიპა, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ადამიანის სხეულზე, მით მაღალია დაავადების გადადების შანსი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამაში ახალი არაფერია, ტკიპები ყოველწლიურად მრავლდებიან, მაგრამ ასევე ყოველწლიურად უნდა გავიხსენოთ ის სიფრთხილის ნორმები, რაც ამ საშიშ დაავადებას თავიდან აგვაცილებს.

რას წარმოადგენს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და რა იწვევს მას

  • ეს დაავადება ტკიპის ნაკბენით გადადის. ხასიათდება მაღალი ეპიდემიური პოტენციალით, საკმაოდ რთული სამკურნალოა და ასევე რთულად ექვემდებარება პრევენციულ ღონისძიებებს.
  • დაავადება დაინფიცირებული ადამიანების 1/5-ს უვითარდებათ
  • დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5–6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 14
    • დღე.
    • პირველადი სიმპტომები არასპეციფიურია და ზოგჯერ სწრაფად ვითარდება: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყელის ტკივილი, კონიუნქტივიტი, სიყვითლე, სენსორული და ხასიათის ცვლილება, გამონაყარი, ჰემორაგიული დიათეზი, ეკქიმოზი, სისხლდენა ინექციის ადგილებიდან და მრავალი სხვა წყაროებიდან. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის მე–2 კვირას.

    ბავშვს ტკიპამ უკბინა? როგორ მოვიქცეთ?

    შეგიძლიათ ტკიპა თქვენი ხელით მოაშოროთ ბავშვის სხეულს. თუმცა, სასურველია, სწრაფად მიმართოთ პირველივე სამედიცინო ცენტრს. მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ. დაგჭირდებათ პინცეტი ან სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც მაქსიმალურად მჭიდროდ მოჭიდებენ მკბენარს ეშვთან (ბავშვის კანთან) და დაატრიალებთ საათის ისრის მიმართულებით.
    პინცეტის რამდენიმე ბრუნზე ტკიპა ამოვარდება. უნდა დარწმუნდეთ, რომ კანში მისი არც
    ერთი ნაწილი არ დარჩა. თუ ნახეთ, რომ რაღაც მაინც დარჩა, წაიყვანეთ ბავშვი უახლოეს კლინიკაში. ნაკბენი დაამუშავეთ იოდით ან ნებისმიერი ანტესეპტიკური ხსნარით. ტკიპას გაჭყლეტვა არ შეიძლება, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს სითხეს და შეიძლება ინფექციური დაავადების გადამტანად იქცეს
    თუ მწერი ცოცხალია, ჩააბარეთ ახლომდებარე სან-ეპიდემცენტრში ანალიზზე.

    როგორ დავიცვათ ბავშვები ტკიპის ნაკბენისგან

    ტკიპები ბალახებში ბინადრობენ და იქედან ასხდებიან ადამიანს ან ცხოველს. ამიტომ ბუნებაში გასეირნებისას ბავშვს დახურული სამოსი ჩააცვით და სპეციალური, მწერის დასაფრთხობი საშუალებები გამოიყენეთ.
    კარგად დაათვალიერეთ ბავშვი ბუნებაში გასვლის შემდეგ. გახადეთ ტანსაცმელი და ყურადღებით დააკვირდით თავიდან ფეხებამდე. ყურადღება გაამახვილეთ თავის თმიან ნაწილზე. თუ ბავშვს შავი თმა აქვს, ტკიპას ადვილად ვერ შეამჩნევთ. ასევე კარგად დაათვალიერეთ ტანსაცმელი: ტკიპა შეიძლება მიკრული იყოს ნაჭრის ნაკეცებში, ან ჯიბეში.

    ტკიპები ადამიანებამდე ჩვენს საყვარელ შინაურ ცხოველებსაც მოჰყავთ. ამიტომ ყველა გასეირნების შემდეგ ცხოველი კარგად დაათვალიერეთ. განსაკუთრებით დააკვირდით კანს კიდურების მოსახრელებში, კისერზე, ყურების უკან, იმ ადგილებში, სადაც კანი განსაკუთრებით ნაზია. შეიძლება, სხვადასხვა საშუალების მისხურებით ტკიპა კანში არ ჩაესოს, მაგრამ იატაკზე დავარდეს და იქიდანაც მოახერხოს ადამიანზე გადაცოცება. ხოლო თუ
    საწოლშიც იწვენთ ცხოველს, ეს კიდევ ათგზის ზრდის შანსს.
    გარდა იმისა, რომ ყოველი გასეირნების შემდეგ გაასუფთავოთ ცხოველი და ზოგადად, დაიცვათ მისი ჰიგიენა და სხვა წესები, მაქსიმალურად ეცადეთ, მას თავისი მოხერხებული დასაწოლი ადგილი ჰქონდეს და არ წვებოდეს ყველგან, სადაც მოუხერხდება.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here