Home სხვადასხვა გართობა 5 წლის კიბოთი დაავადებული ბავშვისთვის დონორობის სურვილი 4 855 ადამიანმა გამოთქვა

5 წლის კიბოთი დაავადებული ბავშვისთვის დონორობის სურვილი 4 855 ადამიანმა გამოთქვა

44
SHARE

დიდ ბრიტანეთში, 5 წლის კიბოთი დაავადებული ბიჭითვის ღეროვანი უჯრედების დონორობის რიგში 4 855 ადამიანი ჩაეწერა.

ოსკარ საქსელბი-ლის ლიმფომა 2018 წელს დაუდგინეს.

თავდაპირველად, მშობლებმა ბიჭის სხეულზე მრავალი სისხლჩაქცევა შენიშნეს, რის გამოც გადაწყვიტეს ექიმთან კონსულტაცია გაეარათ. ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს იშვიათი სახის ლიმფომა აქვს და შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვე იცოცხლოს.

ექიმების თქმით, ბიჭისთვის გადარჩენის რეალური შანსი ღეროვანი უჯრედების დონორის პოვნაა.

სწორედ ამიტომ, კლინიკამ ხალხის შემოწმა დაიწყო, რათა ოსკარისთვის შესაბამისი ღეროვანი უჯრედების დონორი ეპოვნათ.

“შიშისა და იმედგაცრუების მომენტიდან, როგორც ოჯახი იმაზე ძლიერები გავხდით ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ოსკარმა გვანახა როგორ უნდა ვიბრძოლოთ და როგორი მამაცია თვითონ”, – თქვა ოსკარის დედამ.

ჯერჯერობით უცნობია აღმოაჩნდა თუ არა ვინმეს იმ 4 855 კაციდან 5 წლის ბავშვისთვის შესაბიმისი ღეროვანი უჯრედები.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here