Home ორსულობა ზოლი მუცელზე ფეხმძიმობისას – რას ამბობენ მეცნიერები?

ზოლი მუცელზე ფეხმძიმობისას – რას ამბობენ მეცნიერები?

239
SHARE

ფეხმძიმობის მეოთხე თვიდან დაწყებული მომავალ დედას მუცელზე ვერტიკალური ხაზი უჩნდება, რატომ ჩნდება იგი და რა უნდა მოვუხერხოთ მას?
ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ნიადგაზე სხვადასხვა ცვლილება ხდება. მუცელზე მუქი ფერის ვერტიკალური ზოლის გაჩენა უმეტესობა ქალებისთვის მოულოდნელ სიურპიზს არ წარმოადგენს. სპეციალისტების თქმით, ვერტიკალური ზოლი მუცელზე ყველა ქალს აქვს, მაგრამ 90 პროცენტს ფეხმძიმობისას უმკვეთრდება. გამორჩეულები არიან მუქკანიანი და მუქთმიანი ქალები. სხვათ შორის, ფეხმძიმე ქალებს ხაზი შეიძლება ჭიპიდან კი არ ეწყებოდეთ, არამედ, ნეკნებიდან. იგი შეიძლება იყოს ან შეუმჩნეველი ან შოკოლადისფერი.
მეცნიერებმა ვერ დადგინეს, რატომ უჩნდება ფეხმძიმეს პიგმენტური ზოლი. ცნობილია, რომ მისი წარმოქმნის მიზეზი პიგემენტური ლაქების, ხალების, კანის გამუქების წარმომქმნელი ჰორმონის ბრალია.

შეიძლება თუ არა მისგან გათავისუფლება?
მრავალშვილიანი დედები გვარწმუნებენ, რომ მშობიარობისა და ჰორმონალურ ფონის აღდგენის შემდეგ ზოლი ქრება, თუმცა ისე უკვალოდ არა, როგორც ფეხმძიმობამდე იყო.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here