Home აღზრდა „გაბედულება არის რისკისგან დაცვა და არა პირიქით“ – ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის რჩევები...

„გაბედულება არის რისკისგან დაცვა და არა პირიქით“ – ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშფოთვარე მშობლებს

164
SHARE
„ბავშვობაში ყველას გვიტრიპაჩია, დავუშვათ, როდესაც წვრილ მილზე უნდა გამევლო მდინარის თავზე, ძალიან მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რა ყოჩაღი ვარ… იმ წუთას ხდება მობილიზება და ისე გაირბენ ფარფატით, რომ ყველას ეგონება, თითქოს თოკზე სიარულში ივარჯიშე. თუკი დავფიქრებულვარ, ახლა ფეხი არ ჩამივარდეს-მეთქი, აუცილებლად კონცენრტაცია იკარგება და ამ სიფრთხილეში და წონასწორობის ცნობიერ პროცესში ზედმეტად გადატანაში მოგდის მარცხი, ასე რომ, გაბედულება ეს არის რისკისგან დაცვა და არა პირიქით…“ – ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს გადაცემაში „პირადი ექიმი“.

მისი თქმით, დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს ამ გზით.

როდესაც მშობელი ბავშვს ეუბნება, ფრთხილად იყავი, არ წაიქცეო, ჰგონია, რომ ამით პატარას იცავს.

სინამდვილეში, მსგავსი ქმედებით მან ბავშვს სხეულებრივი მოძრაობა დაუბლოკა, გახადა მოუქნელი და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მართლა უმიზეზოდ წაიქცეს პარკეტზე.

და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშფოთვარე დედა?

ფსიქოლოგის თქმით, თუ მშობელს ზემოთქმული შიში და სიფრთხილე გაცნობიერებული აქვს და აწუხებს, ეს უკვე კარგია, რადგან ის მეტად შეძლებს შვილების დაცვას, მაგრამ როდესაც დედა ვერ აცნობიერებს ქმედბით გამოწვეულ სამომავლო ზიანს, მაშინ გასაჭირში ვართ.

ფანჯიკიძის რჩევით, თუ ადამიანი იაზრებს შფოთისაგან გამოწვეულ უკუკავშირს, მაგრამ თავს მაინც ვერ თოკავს, სჯობს, მშობელმა ფსიქოთერაპია გაიაროს, იმისთვის, რომ ეს პრევენცია აღმოჩნდეს შვილებში მომავალში პანიკური აშლილობის თავიდან ასაცილებლად.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here