Home აღზრდა შვიდი ფარზა, რომელიც მშობელმა ბავშვს უნდა უთხრას

შვიდი ფარზა, რომელიც მშობელმა ბავშვს უნდა უთხრას

390
SHARE

მშობლების დამოკიდებულება შვილებისადმი  ყველა დროის აქტუალური საკითხია. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა შეხედულებები და მოსაზრებები. ფსიქოლოგთა უმეტესობა ამბობს, რომ მშობლების ქცევა თუ  ქმედება მომავალში ბავშვზე ნათლად  აისახება. ალბათ ხშირად გვსმენია შემდეგი ფრაზა-,,ბავშვი ოჯახის სარკეაო’’, აქედან გამომდინარე ბავშვი აკეთებს და ამბობს იმას , რასაც ოჯახში ხედავს და ესმის. იმისთვის, რომ ბავშვებს  ჯანსაღი დამოკიდებულება და სწორი აზროვნება ჩამოუყალიბდეთ  გთავაზობთ შემდეგ შვიდ რჩევას, რომელიც მათი აღზრდისას გამოგადგებათ :

1) ხშირად უთხარით სიტყვა მიყვარხარ!
დაანახეთ ბავშვებს, რომ გიყვართ და მათზე ზრუნავთ. თქვენთვის მიუღებელი  საქციელის დროსაც უთხარით, რომ მიუხედავად ამ საქციელისა, თქვენთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია.

2) უთხარით შემდეგი ფრაზა- შენ  გადაწყვიტე !
ბავშვობიდანვე მიეცით უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. მხოლოდ ასე გამოუმუშავდებათ თავდაჯერებულობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ ქმედებებზე.

3) უთხარით, რომ თქვენთვის მისი  სურვილი მნიშვნელოვანია!
ეცადეთ ბავშვს დაანახოთ, რომ მის სურვილებს ითვალისწინებთ. ბავშვს უფრო მეტი მოტივაცია მიეცემა და პასუხისმგებლობის გრძნობაც აუმაღლდება. ასევე გირჩევთ, რომ  სხვადასხვა დამატებით აქტივობაზე თუ წრეზე შეყვანა  მათი სურვილისამებრ გადაწყვიტოთ.

4) უთხარით- შენ  ჩვენი ბედნიერება ხარ!
ბავშვებს ყველასთვის  უსაზღვრო ბედნიერება მოაქვთ. ხშირად უთხარით, როგორ   გიყვართ ისინი, რა ბევრს ნიშნავენ   თქვენთვის. ასეთი დამოკიდებულებით ბავშვები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდებიან.

5) მე  შენი მჯერა შენ ყველაფერი გამოგივა!


თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებს მომავალში   საკუთარი ადგილის პოვნა გაუადვილდეთ ხშირად უთხარით ეს ფრაზა – ,, მე შენი მჯერა, შენ ყველაფერი გამოგივა’’, ამით ბავშვი უფრო თავდაჯერებული გახდება და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნდება.

6) უთხარით ბავშვებს, რომ  უშეცდომო ადამიანი არ არსებობს!

მოუყევით  რაიმე ფაქტი თქვენი ცხოვრებიდან. მაგალითად,  უთხარით, რომ   ბავშვობაში თქვენც ხშირად გივარდებოდათ ხელიდან თეფში ,ჭიქა და ა.შ ასწავლეთ, რომ შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, მაგრამ უნდა შეძლონ ამის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა. ბავშვი ისწავლის პასუხისმგებლობას საკუთარ ქცევასა და ქმედებაზე.
7)  ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ !


თქვენმა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სირთულეები და შეცდომები ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ეცადეთ ასწავლოთ გული არ დასწყდეს პატარა წარუმატებლობების  გამო.  აუხსენით, რომ მან უნდა მიაღწიოს თავისას, რომ ნებისმიერი გამოცდილება აღიქვას როგორც გაკვეთილი და დაინახოს მასში არა მარცხი, არამედ ახალი შესაძლებლობები.

იმედი გვაქვს მშობლებს და მომავალ დედებს ეს რჩევები გამოგადგებათ და საკუთარ შვილებს ლაღებს, თავდაჯერებულებსა  და ბედნიერებს აღზრდით.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here