Home სიახლე ქარელში ახალგაზრდა ქალი ორი წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

ქარელში ახალგაზრდა ქალი ორი წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

287
SHARE

ქარელში ახალგაზრდა ქალი – მაკა ე. ორი წლის შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბავშვის დედა ბებიის საჩივრის საფუძველზე აიყვანეს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, რომ მისი რძალი მცირეწლოვანს სასტიკად სცემდა. ბრალდებული ქალი ამჟამად რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსბეული, ბავშვი კი მინდობითი აღზრდით სხვა ოჯახში გადაიყვანეს.

შემთხვევის დროს ბავშვის მამა საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით შვილის დაბრუნების უფლება არც მას ეძლევა.

„ბავშვს არ მაძლევენ. მეუბნებიან კანონი არის ასეთიო. დედაჩემს დაუწერია საჩივარი, მაგრამ ახლა რომ კითხოთ, ვერც კი იხსენებს ამ ფაქტს. ბავშვს მაგიდიდან კვერცხი გადმოუგდია და უბრალოდ დატუქსა ჩემმა მეუღლემ, ბავშვს რომ უტირია დედაჩემს ეგონა რომ სცემსო და წავიდა პოლიციაში. იქ კიდევ ბუზი სპილოდ გადააქციეს. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ახლა იგონებენ, თითქოს ბავშვი მოუვლელი იყო, ჩემი მეუღლე სვამდა და ასეთი სუსულელეები“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბავშვის მამა, რომელმაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი მეუღლე დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

“პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here