Home სიახლე სასწავლო პროცესი 18 მარტს აღარ განახლდება! როდის და როგორ დაისვენებენ სკოლები და...

სასწავლო პროცესი 18 მარტს აღარ განახლდება! როდის და როგორ დაისვენებენ სკოლები და ბაღები საგაზაფხულო არდადეგებზე?

2914
SHARE

როგორც უკვე ოფიციალურად დადგინა, გავრცელებული ინფორმაცია სასკოლო პროცესის 18 მარტს განახლებისა, მცდარი აღმოჩნდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძვლელზე დადგინა ზუსტი თარიღები სკოლების საგაზაფხულო არდადეგების დაწყება-დასრულების თემაზე.

საგაზაფხულო არდადეგები საჯარო სკოლებში 2019 წლის 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გასტანს.

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით არის დაწესებული. სასწავლო პროცესი 15 მარტს, პარასკევ დღეს უნდა განახლდეს.

რაც შეეხება საჯარო ბაგა-ბაღებს:

ბაგა-ბაღების აღსაზრდელები ისვენებენ მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებულ უქმე დღეებზე. შესაბამისად, აღსაზრდელები მხოლოდ 8 მარტს დაისვენებენ და მათთვის განსხვავებული ფორმა საგაზაფხულო არდადეგებისა მარტის თვეში განსაზღვრული არ არის.

მოსწავლეები აპრილშიც დაისვენებენ!

მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად, უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად, მოსწავლეები 26-დან 29 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. პატარები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ, ანუ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით პერიოდში.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here