Home ორსულობა რატომ ვითარდება ორსულთა დიაბეტი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს

რატომ ვითარდება ორსულთა დიაბეტი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს

174
SHARE

გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა, რომ დაავადების გაკონტროლება ადვილად ხდება კვების რეჟიმის შეცვლის, ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების ან საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების გამოყენების საფუძველზე.

შაქრის დონე სისხლში მალევე უბრუნდება ნორმას მშობიარობის შემდეგ. თუმცა ანამნეზში გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში მაღალია მომავალში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი, ამიტომ აუცილებელია შენარჩუნდეს გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის რეჟიმი.

უმეტეს შემთხვევაში გესტაციურ დიაბეტს არ ახლავს გამოხატული ნიშნები და სიმპტომები.

როდის უნდა ჩატარდეს გამოკვლევა:
სასურველია ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის პროცესში მოხდეს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკების შეფასება ენდოკრინოლოგის მიერ.

გამომწვევი მიზეზები:
კვების დროს მიღებული ნახშირწყლები გარდაიქმნება გლუკოზად (შაქრად) და შეწოვის შემდეგ გადადის სისხლში, საიდანაც ინსულინის დახმარებით ხვდება სხვადასხვა უჯრედებში და მათ მიერ გამოიყენება ენერგიის წყაროდ.
ინსულინის ნაკლებობის ან მოქმედების მექანიზმის სხვადასხვა დარღვევების დროს აუთვისებელი გლუკოზა ჭარბად გროვდება სისხლში და ვითარდება ჰიპერგლიკემია.
ორსულობის დროს პლაცენტა გამოყოფს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჰორმონს, რომელთაგან უმრავლესობა იწვევს ინსულინის მოქმედების დარღვევას. თუ პანკრეასი ჯანმრთელია და მწყობრშია ის ადვილად უმკლავდება ამ შემაფერხებელ მოქმედებას ინსულინის გამოყოფის გაძლიერებით. პლაცენტის გაზრდასთან ერთად იზრდება მის მიერ გამოყოფილი ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ჰორმონების გამოყოფის ინტენსივობაც, ამიტომ გესტაციური დიაბეტი, როგორც წესი, ყალიბდება ორსულობის მეორე ნახევრიდან, უმეტესად მესამე ტრიმესტრში.

რისკ-ფაქტორები:

გესტაციური დიაბეტი ნებისმიერ ქალს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ზოგი ორსული უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
რისკ-ფაქტორებში შედის:

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here