Home ორსულობა შესაძლებელია თუ არა დაორსულება მშობიარობის შემდეგ, სანამ ციკლი აღდგება? – გინეკოლოგის პასუხები...

შესაძლებელია თუ არა დაორსულება მშობიარობის შემდეგ, სანამ ციკლი აღდგება? – გინეკოლოგის პასუხები გავრცელებულ მითებზე

210
SHARE

მეან-გინეკოლოგი ქეთევან მგალობლიშვილი ორსულობაზე ყველაზე გავრცელებულ მითებს უარყოფს…

1. მენსტრუალური ციკლის გადაცდენა – ორსულობის უტყუარი ნიშანია.

სინამდვილეში მენსტრუალური ციკლის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა: სტრესმა, კლიმატის ცვალებადობამ, ავადმყოფობამ, საკვერცხეების დისფუნქციამ და სხვა ფაქტორებმა, ასე რომ მენსტრუაციის დარღვევა ანუ გადაცდენა სულაც არ ნიშნავს ორსულობას და ამიტომ, მენსტრუაციის გადაცდენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

2. შეუძლებელია, რომ დაორსულდე მშობიარობის შემდეგ, სანამ ციკლი არ აღდგება.

არ არის სწორი – ახალნამშობიარევი ქალი შეიძლება დაორსულდეს ძუძუთი კვებისა და გარკვეული მიზეზებით ციკლის არარსებობის დროს.

mshoblebi
ქეთევან მგალობლიშვილი

 

3. შეუძლებელია

დაორსულდე მხოლოდ ერთი ან პირველი სექსუალური აქტის დროს.

რეპროდუქციულ ასაკში დაფეხმძიმება შესაძლებელია ნებისმიერი სექსუალური აქტის დროს თუ დაემთხვევა ოვულაციის დღეს და თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას.

4. შეუძლებელია დაორსულება, თუ იყენებ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს.

თუ არასწორად იღებთ პრეპარატს ან გამოგრჩათ და დაგავიწყდათ აბის
დალევა, მაშინ შესაძლებელია დაორსულება. ასევე, 100%-იანი გარანტიის მქონე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს

5. აბორტის შემდეგ ორსულობის შანსი ძალიან მცირეა.

აბორტის შემდგომ დაორსულების შანსი შესაძლოა შემცირდეს, შესაძლოა არა.

6. რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ქალები ძნელად ორსულდებიან.

არა, შეიძლება ორსულობის მიმდინარეობაზე იქონიოს გავლენა, მაგრამ დაორსულებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. რეზუსუარყოფითიან ქალებში ყოველი მომდევნო ორსულობისას (თუნდაც ხელოვნური ან თვითნებითი აბორტის შემთხვევაში) ანტისხეულების გამომუშავების რისკი მატულობს.

7. სანამ ორსულობა „კარგად“ არ გაიზრდება, ანუ 2 თვის ფეხმძიმობამდე არ მიაღწევს, ექიმთან მისვლა არაა სასურველი.

ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე ექიმთან ვიზიტი და ორსულობის დადგენა აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს მდგომარეობის შეფასება და მიეცეს ორსულს ყველა საჭირო რეკომენდაცია და დანიშნულება საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად ფოლიუმის მჟავა და სხვა).

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here