Home სიახლე აქვს თუ არა შვილს დედის დაცვის უფლება? – გირჩს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი...

აქვს თუ არა შვილს დედის დაცვის უფლება? – გირჩს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

128
SHARE

გირჩი ადვოკატთა ასოციაციისთვის მინიჭებულ მონოპოლიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ იურისტი, ავთანდილ კუჭავა წერს:

„მე ვარ ავთანდილ კუჭავა, იურისტი და რამდენიმე წელია საკუთარი პროფესიით ვმუშაობ იურიდიულ კომპანიაში.

2014 წელს, როდესაც თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე, დედაჩემი რამდენიმე ადგილას მუშაობდა, რათა მე იმ დროისთვის ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მესწავლა.

ბევრი ვიწვალეთ მეც და დედამაც, მაგრამ უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრე.

ერთ დღესაც დედას უსამართლოდ მოექცნენ და მას დაცვა დასჭირდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის ლიცენზია სავალდებულო არ არის, ამიტომ დედის ინტერესებს მე ვიცავდი.

პროცესზე, ადვოკატთა ასოციაციის მიერ ლიცენზირებული ადვოკატი მყავდა მოწინააღმდეგე მხარედ, რომელმაც ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით და სხვა ბინძური გზებით სცადა საქმის მოგება.

მაგრამ მე დედაჩემს ვიცავდი და მოვიგე.

არავის ჩემზე მეტად არ უნდოდა მაგ პროცესის მოგება და იმიტომ.

ეს საქმე გასაჩივრდება და სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

კანონი ამბობს, რომ შვილს არ აქვს უფლება დაიცვას დედა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში, თუ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ არ იქნება ლიცენზირებული.

ასეთი კანონი კი ამორალურია და უნდა გაუქმდეს!

კანონი ამბობს, რომ ადვოკატთა ასოციაციისგან ლიცენზიის მისაღებად

მათთან უნდა გავიარო 3 თვიანი თეორიული კურსი

გადავიხადო 750 ლარი

ამ კურსზე გავიარო თემები იმ ადამიანებთან, რომლებმაც იგივე თემები 4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში მასწავლეს

9 თვე ვიმუშაო უფასოდ.

მხოლოდ ამის შემდგომ, როდესაც დამატებით ასოციაციის გამოცდებს ჩავაბარებ ვიქნები ასოციაციის მიერ ლიცენზირებული იურისტი და მექნება დედის ინტერესების დაცვის უფლება.

ამასობაში კი პროცესი დასრულდება.

მე არ ვაპირებ დავემორჩილო წესებს, რომელიც შვილს უკრძალავს დედის ინტერესების დაცვას.

და არ ვაპირებ ავიღო ადვოკატის ლიცენზია, იმის გამო, რომ დედის ინტერესები დავიცვა სასამართლოში.

მე ვაპირებ წავიდე საკონსტიტუციო სასამართლოში და მოვითხოვო იმ ამორალური კანონის ნორმის გაუქმება, რომელიც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნარჩუნებს მონოპოლიურ მდგომარეობას და აძლევს საშუალებას, ადამიანებს აუკრძალოს ოჯახის წევრების ინტერესების დაცვა.“- წერს კუჭავა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here