Home სიახლე საბავშვო ბაღებში მავნე პროდუქტების შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

საბავშვო ბაღებში მავნე პროდუქტების შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

117
SHARE

სასწავლო დაწესებულებებში მავნე ან ფალსიფიცირებული პროდუქტების მიმწოდებლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.

სანქციების გამკაცრების საკითხი აქტუალურია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ საბავშვო ბაღში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცი შეჰქონდათ.

დანელიას განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აკონტროლოს ბიზნეს-ოპერატორები, ამოწმებს მათ, აჯარიმებს და მათ საქმიანობას აჩერებს, აძლევს რეკომენდაციებს, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ ეს საკმარისი მაინც არ არის.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ატარებს ყველა ღონისძიებას, რაც შეუძლია, საჯარიმო სანქციებით დაწყებული, ბიზნესოპერირების შეჩერებით დამთავრებული, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა გაიზარდოს საჯარიმო სანქციები და ჩვენ მინისტრთან გვექნება კონსულტაციები. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც სოციალური კვების ობიექტებში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში შეიტანს ამ ფალსიფიცირებას, ან მავნე საკვებს”, – განაცხადა დანელიამ და დასძინა, რომ ამ საკითხზე მუშაობა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს საბავშვო ბაღებში ჩატარდა 4,7 ათასზე მეტი შემოწმება. აქედან გამოვლინდა 125 სამართალდარღვევა, თბილისში – 38, რეგიონებში – 87. აქედან ოთხი შემთხვევა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანას უკავშირდება. რაც შეეხება სკოლებს, აქ გასულ წელს 971 შემოწმება ჩატარდა.

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here