Home სიახლე სერგეენკო: საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციების გამკაცრება შეიძლება საჭირო გახდეს

სერგეენკო: საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციების გამკაცრება შეიძლება საჭირო გახდეს

120
SHARE

ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საბავშვო ბაღებში საკვებით მომარაგების საკითხის გამკაცრებას გულისხმობს.

მინისტრის განცხადებით, 2012-2014 წლებში მონიტორინგის შედეგად, არამარტო საბავშვო ბაღებში, არამედ გაყიდვების ქსელში გარკვეული დარღვევები აღმოჩნდა.

„2012-2014 წლებში იყო ბევრი პრიორიტეტი, მათ შორის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვება. ამაში რამდენიმე უწყება იყო ჩართული. ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული იყო იმით, რომ მან განსაზღვრა ძირითადი კვებითი საჭიროებები და მენიუ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ ყველაფრის მართვასა და ლოჯისტიკას, ხოლო სურსათის უვნებლობის სამსახური ხარისხის მონიტორინგს. მართლაც იყო შემთხვევები, როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახურმა დეტექცია მოახდინა. ეს ეხებოდა არამარტო საბავშვო ბაღებს, არამედ მთლიანად გაყიდვის ქსელში არსებულ იმ რამდენიმე პუნქტს, რომელზეც მყისიერი რეაგირება მოხდა. ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია. ის სანქციები, რაც ასეთი დარღვევებისკენ არის მიმართული, შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს, თუმცა მონიტორინგი ცალსახად მკაცრია და ბავშვთა კვება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება და მეტიც, დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ჯარიმის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here