Home სიახლე ვირის და ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში

ვირის და ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში

571
SHARE

რამდენიმე რეგიონის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

” ნამდვილად დაფიქსირდა ასეთი დარღვევები. მე თავს შევიკავებ კონკრეტული რაიონის დასახელებისგან, ან იმის თქმისგან, თუ როდის დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტი. თუმცა, ასეთი შემთხვევები იყო.” – განუცხადა “პრაიმტაიმს” დეპუტატმა ოთარ დანელიამ.

მისივე განმარტებით, ვირისა და ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვა თუმცა ეს საკმარისი არ არის.

“ასეთ შემთხვევებზე კანონი საჯარიმო სანქციას ან საწარმოო უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომიტეტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასეთი ტიპის დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს.

 

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here