“მე ვარ ძალიან მკაცრი დედა. ბავშვებს ჩემი შიშიც აქვთ და რიდიც… კახასთვის (კალაძე) ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელი და კარგი ადამიანები გავზარდოთ”, – ამის შესახებ დიზაინერმა, თბილისის მერის კახა კალაძის მეულემ, ანუკი არეშიძემ, გადაცემაში “სთორი” მისი ოჯახის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
“მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც – “აიფონები” და არც სხვა ძვირადღირებული ტელეფონები. არ სარგებლობენ ინტერნეტით, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით… ამას არ აპტროტესტებენ, პირიქით… ადრე, 8 საათზე ბავშვებს უკვე ვაწვენ და ვაძინებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მინიმუმ 11 საათიანი ციკლი მაინც შეასრულონ, 12 არის იდეალური. დილით ძალიან ადრე დგებიან, რადგან წყნეთიდან -დიდ დიღომში დადიან სკოლაში, სადღაც 40 წუთი არიან გზაში. აქედან გამომდინარე, ადრე წვებიან, არც ამას მიპროტესტებენ, პირიქით…”, – აღნიშნა ანუკი არეშიძემ თათია შარანგიასთვის მიცემულ ინტერვიუში, გადაცემაში “სთორი”.
