Home სხვადასხვა გართობა “მამის გარდაცვალების შემდეგ, ქელეხზე უარი თქვა და თანხა ბავშვთა ჰოსპისს გადაურიცხა” –...

“მამის გარდაცვალების შემდეგ, ქელეხზე უარი თქვა და თანხა ბავშვთა ჰოსპისს გადაურიცხა” – ისტორია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

67
SHARE

ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა სოციალურ ქსელში მეგობარზე წერს:

“საკუთარ დიდ ტკივილს ადამიანები სხვადასხვანაირად უმკლავდებიან.

გლოვის მდგომარეობისგან განკურნების უფრო კეთილშობილი გზა, ვიდრე სხვაზე, სხვის სიცოცხლეზე, სხვისი ტკივილების შემსუბუქებაზე ზრუნვაა, ძნელი წარმოსადგენია.

ჩვენი ჰოსპისის მეგობარმა, მამის გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ტრადიციულ დიდ ქელეხზე და ის თანხა, რომელიც ერთ საღამოში, ერთ ვახშამში მიცვალებულის სულის მოსახსენებლად უნდა დახარჯულიყო, გადმორიცხა ბავშვთა ჰოსპისში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს 60-მდე ბავშვს, 1 თვის მანძილზე მოვემსახუროთ ბინაზე” – აღნიშნულია პოსტში.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here