Home მედიცინა რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვს ჯიბლიბო ან ძირმაგარა გამოუვიდა – კომაროვსკის რჩევები

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვს ჯიბლიბო ან ძირმაგარა გამოუვიდა – კომაროვსკის რჩევები

200
SHARE

უკრაინის უმაღლესი კატეგორიის პედიატრ ევგენი კომაროვსკის ერთ-ერთმა მშობელმა, რომლის 10 წლის შვილსაც ხშირად გამოსდის ჯიბლიბოები და ძირმაგარები, რჩევისთვის მიმართა.

მშობელს აინტერესებდა:

  • რატომ ჩნდება ხშირად ძირმაგარა და ჯიბლიბო;
  • საჭიროა თუ არა სპეციალური ანალიზების ჩაბარება;
  • რა წამლები უნდა მიეცეს ბავშვს;
  • დასაშვებია თუ არა ხალხური მეთოდებით მკურნალობა.

ევგენი კომაროვსკიმ მშობელს ასეთი პასუხი გასცა:

ხალხურ მეთოდებთან დაკავშირებით მიმართეთ სახალხო მკურნალებს.

სამედიცინო მეცნიერებას აღარაფერი აქვს ამოსახსნელი ჯიბლიბოებისა და ძირმაგარების გაჩენისა თუ მკურნალობის კუთხით. შემთხვევათა პრაქტიკულად 100%-ში ერთადერთი მიკრობი, რომელიც მათ იწვევს, ეს ოქროსფერი სტაფილოკოკია. ამიტომ, როცა ბავშვს ჯიბლიბოები თუ ფურუნკულები გამოსდის, არანაირი ნაცხის აღება და ანალიზების გაკეთება საჭირო აღარ არის — ისედაც ყველამ იცის, რა იწვევს ამას.

ოქროსფერი სტაფილოკოკი ადამიანის კანის ჩვეულებრივი „ ბინადარია“. უბრალოდ, ადგილობრივი იმუნიტეტის „მუშაობაში“ შეფერხებების დროს, ის სახიფათო ხდება ორგანიზმისთვის.

ახლა, რაც შეეხება მკურნალობას:
“თუ ჯიბლიბო რეგულარულად ჩნდება, ბავშვის განკურნება მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით, ანუ ანტიბაქტერიალური მალამოებით, როგორც წესი, შეუძლებელია.

შესაბამისად, საჭირო იქნება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება — ექიმებმა იციან, რომელი წამლები მოქმედებს კარგად კონკრეტულად სტაფილოკოკზე.

პრინციპული მომენტი კი ისაა, რომ კანის ინფექციების მკურნალობისას 5-7 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკების მიღება საკმარისი არ არის, ამით ფონს ვერ გავალთ, და ამიტომ პრეპარატი ორი კვირით ინიშნება.

ამასთან უნდა იცოდეთ, რომ ხშირად, სტაფილოკოკის გარდა, ჯიბლიბოებისა და ძირმაგარების გაჩენის მიზეზი საოფლე ჯირკვლების მუშაობის დარღვევაცაა. ასე რომ, ამ მიმართულებითაც გაამახვილეთ ყურადღება. დააკვირდით, ძალიან ხომ არ ცხელა ბინაში, ზედმეტად თბილად ხომ არ აცმევთ ბავშვს, რის გამოც ის ოფლიანობს; გააანალიზეთ, რით რეცხავთ შვილის ტანსაცმელს, რასთან აქვს შეხება თქვენი ბავშვის კანს.

იცოდეთ, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში მალე დაემშვიდობებით დაავადებას.

გარდა ამისა, დოქტორი კომაროვსკი მშობლებს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ ჯიბლიბოს საწყის ეტაპზე, ანუ როცა ბავშვის ქუთუთოზე „საჯიბლიბოე“ სიწითლე ჩნდება.
  • გააუთოვეთ ფლანელის ნაჭერი და მიიდეთ ლოყაზე. თუ სიმხურვალე მოთმენის ფარგლებშია, დაადეთ ის ბავშვს ქუთუთოზე 5 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში სამჯერ;
  • წაუსვით ბავშვს ერითრომიცინის თვალის მალამო (შეფუთვაზე აუცილებლად უნდა ეწეროს „თვალის“ ან „ოფთალმოლოგიური) ქუთუთოზე დღეში ორჯერ.
Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here