Home მედიცინა ადენოიდების გადიდება – სუნთქვის პრობლემების ხშირი მიზეზი ბავშვებში

ადენოიდების გადიდება – სუნთქვის პრობლემების ხშირი მიზეზი ბავშვებში

128
SHARE

ადენოიდები ლიმფოიდური ქსოვილისაგან შემდგარი პატარა ჯირკვლებია, ხშირად პოლიპებად რომ ნათლავენ, თუმცა ცხვირის პოლიპები სრულიად სხვა წარმონაქმნებიადა ამ ჯირკვლებთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

რა პრობლემებს ქმნიან ცხვირ-ხახის ადენოიდები

ადენოიდების გადიდება პატარას სუნთქვის პრობლემებს უქმნის. ამ დროს ცხვირის ღრუ ჰაერისათვის ძნელად გასავალი ხდება.
თანდათან ყალიბდება ადენოიდური სახე – პატარას პირი მუდამ ღია აქვს, სახე უგრძელდება.
იმის გამო, რომ ირღვევა ტვინის მომარაგება ჟანგბადით უხვად გაჯერებეული სისხლით, ვითარდება მეხსიერების და ყურადღების, ძილის დარღვევევბი. ასეთ ბავშვებს ხშირად ღამით უნებური ჩასველებაც აქვთ.
ცხვირით სუნთქვის გაძნელება კიდევ ერთ პრობლემას ქმნის – ცხვირ-ხახიდან ინფექცია სწრაფად ვრცელდება ყურის მიმართულებით შიგნითა სასმენი მილის გავლით და ამიტომ ბავშვს ხშირად ემართება ყურის ანთება, ვითარდება სმენის დაქვეითება.

როგორ პოულობენ ადენოიდებს

გამოკვლევის თანამედროვე მეთოდი რენტგენოლოგიური კვლევაა, სადაც ნათლად ჩანს გადიდებული ჯირკვლები და მათი გადიდების ხარისხი.

რა ვუშველოთ ადენოიდებს

დიდი ზომის ადენოიდებს ოპერაციულად მკურნალობენ. ზომიერი გადიდების დროს კი ექიმი მკურნალობის თერაპიულ მეთოდს შეგირჩევთ და დაკვირვებას გირჩევთ.
ზოგჯერ ადენოიდები ოპერაციის შემდეგ ისევ იზრდება – ეს ამ ქსოვილისათვის დამახასიათთბელი თვისებაა. ამიტომ ექიმები ცდილობენ, ოპერაცია 5 წლამდე არ ჩაატარონ, თუ რა თქმა უნდა, ბავშვის მდგომარეობა მოცდის საშუალებას იძლევა.
იცით რატომ? სწორედ 5 წლისათვისაა დამახასიათებელია ლიმფოიდური ქსოვილის ფიზიოლოგიური სწრაფი ზრდა.

როდის მივაკითხოთ ექიმს

აი, მთავარი ნიშნები:
✔️პატარას ცხვირი მუდმივად გაჭედილი
✔️ამჩნევთ, რომ პირი ხშირად აქვს ღია
ღამით სუთქვას ხმაურით, ხვრინავს, მოუსვენრად სძინავს
✔️ძილის დროს ბავშვი ხშირად აჩერებს სუნთქვას

წყარო:https://www.facebook.com/pediatrician.blog/

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here