Home სიახლე თბილისში 17 წლის ბიჭმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თავი მოიკლა

თბილისში 17 წლის ბიჭმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თავი მოიკლა

302
SHARE

თბილისში 17 წლის მოზარდმა თავი მოიკლა. სუიციდის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “დრონი.ჯი”-მ გაავრცელა.

გამოცემა, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმკვლელობის მოტივი შეყვარებულთან დაშორება გახდა.

როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი მუხიანში ქირით ცხოვრობდა, თუმცა შემთხვევა სხვა უბანში მოხდა – ბიჭი ერთ-ერთ მშენებარე კორპუსიდან გადმოხტა.

“ერთმანეთი ძალიან უყვარდათ ამ ბიჭს და მის შეყვარებულს. სკოლის შემდეგ სულ ერთად ატარებდნენ დროს, სახლის წინ სკვერში იყვნენ მთელი დღე. არ ვიცი რა მოხდა, თუმცა გავიგეთ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და შემდეგ ეს უბედურება დატრიალდა” – აცხადებს “დრონი.ჯი”-ს წყარო.
შინაგან სამეთა სამინისტროში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინწინ მოხდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here