Home სხვადასხვა საქართველოში გამოკითხული ყოველი მესამე ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს

საქართველოში გამოკითხული ყოველი მესამე ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს

79
SHARE
ერთ ჯერზე, ადამიანი საშუალოდ, 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე, მაშინ, როცა რეკომენდებული ხანგრძლივობა 40-60 წამია. IPM კვლევების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ქართველები დღის განმავლობაში ხელს არც ისე ხშირად იბანენ. 
 
გამოკითხვაში 1000 ადამიანი მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით, მათ ჰკითხეს თუ რა ინტენსივობით იბანენ ხელს და რა დროს ხარჯავდნენ ამისთვის. 
 
გამოკითხულებიდან ყველა იბანს ხელს დღეში სულ ცოტა ერთხელ მაინც, ხოლო 40,5% ამას დღეში 4-ჯერ და მეტჯერ აკეთებს, თუმცა დარჩენილი რესპონდენტები, რაც თითქმის 60%-ია, ხელს დღის განმავლობაში 1-3-ჯერ იბანენ.
 
თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, როცა ხელის დაბანა აუცილებელი ხდება (გარედან სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ და შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ და სხვ.), აშკარაა, რომ ხელის დაბანის ასეთი სიხშირე საკმაოდ დაბალია.
ერთ ჯერზე, ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე. ეს ხანგრძლივობა რეკომენდებულ დროსთან შედარებით ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ხელების დაბანას სულ მცირე, 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ.
 
ჯამში, ხელის და პირის დაბანაზე ადამიანი, საშუალოდ, 4.2 დღეს ხარჯავს წლის განმავლობაში. შესაბამისად, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანს თითქმის 198 დღე ხელ-პირის დაბანაში აქვს გატარებული.
 
2006 წელს ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეს დრო 12 წლის წინ 13 დღით ნაკლები იყო.
Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here