15 წლის ბიჭი, რომელმაც უკვე 7 ენა იცის და თურქული ფილმების სცენარისტია

    222
    SHARE
    ჩვენს საუკუნეში ყველაფერი ხდება. ამის ნათელი მაგალითი 15 წლის დავით ჯიჯიეშვილია, რომელმაც  7 ენა იცის. ის, განსაკუთრებით დაინტერესებულია აღმოსავლური ენების შესწავლით, რომელიც ყველასაგან დაუხმარებლად ისწავლა.
    საინტერესოა, რატომ, როდის და როგორ მოახერხა 15 წლის ბიჭმა 7 ენის შესწავლა. Presa.ge გთავაზობთ ინტერვიუს 15 წლის ლინგვისტთან.
     
    – დავით, როგორ მოახერხე 15 წლის ასაკში 7 ენის შესწავლა? 
     
    – ენების შესწავლა 9 წლის ასაკიდან დავიწყე. ამჟამად 15 წლის ვარ. პირველი ენა, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა, იყო თურქული. შესწავლაც ძალიან გამიმარტივდა.
     
    – რამ განაპირობა შენი დაინტერესება აღმოსავლური ენებისადმი?
     
    – დაინტერესება საკაბელო ტელევიზიით გაშვებულმა ერთ-ერთმა თურქულმა არხმა განაპირობა. სწორედ ამ პერიოდში, გადიოდა ბევრისთვის საინტერესო სერიალი – „დიდებული საუკუნე“. თურქული ენა, ამ სერიალის დახმარებითა და ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ 14-15 წლის ასაკში, ამ სერიალის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი გავხდებოდი.
     
    მეორე ენა იყო არაბული. დედაჩემი და ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ თურქოლოგიაზე ჩამებარებინა. ეს კიდევ უფრო დიდი მოტივატორი გახდა ჩემთვის. აღსანიშნავია, რომ ვისაც თურქოლოგია აინტერესებს, მათთვის საჭიროა არაბულისა და სპარსული ენების ცოდნა. საინტერესო და გამორჩეულია იმით, რომ ძველი ისტორიული ჩანაწერები სწორედ ამ ენებზე იწერებოდა. 
    რადგან უკვე თურქული ენა ვიცოდი, არაბულისა და სპარსული ენების ცოდნა ჩემით მოვახერხე. ამ ყველაფერში უდიდესი  წვლილი დედაჩემს მიუძღვის. ასევე, ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელი ენაა სომხური. მყავს უამრავი სომეხი მეგობარი. ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც  ისტორიაში ძალიან ბევრი წყარო აქვს. შესაბამისად,  სომხურის სწავლაც მოვახერხე.
    შემდგომ  ჩემ მიერ შესწავლილი ენები იყო იტალიური და ესპანური, რომლებიც აგრეთვე ინტერნეტის მეშვეობით ვისწავლე. 
     
    – ხომ არ აპირებ დამატებით სხვა ენის შესწავლას?
     
    – ახლა ვაპირებ ჩინურის, პაკისტანურისა და ე.წ ურდუს სწავლას. 
     
    – რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
     
    – ჩემი სურვილია აღმოსავლეთმცოდნე გავხდე. 
     
    – ამჯერად რას საქმიანობ გარდა იმისა, რომ სკოლაში სწავლობ?
     
    – ჩემი ამჟამინდელი პროფესია არის სცენარის ავტორობა. როდესაც „დიდებული საუკუნე“ დამთავრდა, შევქმენი ფეისბუქ გვერდი, სადაც  მომწერა ამ სერიალის პროდიუსერმა. თავიდან ვერ დავიჯერე და ეს ყველაფერი ფეიქ ექაუნთი მეგონა. შემდეგ „სკაიპშიც“ დამიკავშირდნენ და სწორედ მაშინ მივხვდი, რა ხდებოდა. ამ პერიოდში 10 წლის ვიყავი, თურქულიც კარგად ვიცოდი. სწორედ ასე დავიწყე მათი სოციალური ქსელის ბლოგერობა. ეს იყო ინტერნეტ-სამსახური.
    ამის შემდეგ, მათი სხვა სერიალის სცენარისტი გავხდი. ასევე, ერთ-ერთ თურქი მომღერლის  2 სიმღერის ავტორიც ვარ. ერთი კვირის წინ გავხდი კავკასიის თურქული სერიალების მთავარი კოორდინატორი. ამის პარალელურად, ვსწავლობ ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში. ვამზადებ აბიტურიენტებს თურქულ, ესპანურ და არაბულ ენაში.
    – გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა, ხომ არ გიცდია მისი შესწავლაც?
     
    – ვსაუბრობ და მესმის რუსული და ინგლისური ენებიც. თუმცა, ენა, რომელიც სრულყოფილად არ იცი, არ შეიძლება ცოდნაში ჩაითვალოს. 
     
    აღსანიშნავია ის, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო 14 წლის ასაკში დაწერილი სცენარი, რომელიც თურქებმა მათ სერიალში გამოიყენეს. ძალიან გაკვირვებული და გაოცებული ვიყავი, ამას ნამდვილად არ ველოდი.
    ახლა, ჩვენ ვმუშაობთ წარმოშობით ქართველი ქალების მმართველობაზე. ამაში მონაწილეობას საქართველოს შოუ-ბიზნესის საკმაოდ ცნობილი ადამიანები მიიღებენ. ეს იქნება სერიალ „დიდებული საუკუნის“ გაგრძელება, სახელწოდებით „დაუმორჩილებელი სულთნები“.
    Banner 5
    SHARE

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here