Home მედიცინა თუ ბავშვს უჭირს სკოლაში სწავლა, დროა რაციონში დარიჩინი ჩართოთ

თუ ბავშვს უჭირს სკოლაში სწავლა, დროა რაციონში დარიჩინი ჩართოთ

214
SHARE

დარიჩინი ინფორმაციის ათვისების გასაუმჯობესებელი უნიკალური საშუალებაა. თუ ბავშვს უჭირს სკოლაში სწავლა, ცუდად იმახსოვრებს ინფორმაციას, დროა რაციონში ჩართოთ დარიჩინი. იგი აუმჯობესებს სწავლის უნარს.

სწავლის უნარი დაბადებიდან განისაზღვრება, მაგრამ ცხოვრების მანძილზე შეიძლება ამ ჩვევის გამომუშავება. თუმცა ზოგიერთს, მიუხედავად ძალისხმევისა, სწავლა მაინც უჭირს. დარიჩინი ეხმარება მას, ვინც სწავლის ნიჭით არ არის დაჯილდოებული. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, დარიჩინი მასალის ათვისების დონის აწევის კუთხით უშედეგოა.

ცნობილია, რომ ტვინში მეხსიერების გენერირებაზე, ორგანიზაციასა და შენახვაზე პასუხისმგებელი ჰიპოკამპია. ექსპერტების კვლევით, „ცუდ მოსწავლეებს“ ჰიპოკამპში უფრო ნაკლები ჰქონდათ ცილა CREB (მნიშვნელოვანია მეხსიერებისა და სწავლის პროცესისათვის) და მეტი ცილა GABRA5 (აგენერირებს ტვინის მაინჰიბირებელ გამტარობას).

დარიჩინი ორგანიზმში გარ დაიქმნება ნატრიუმის ბენზოატად. ეს ნაერთი გამოიყენება ტვინის დაზიანების მკურნალობისას. ნატრიუმის ბენზოატის ტვინში შეღწევისას, აღინიშნება CREB-ის დონის მომატება და GABRA5-ის დაქვეითება, რაც ასტიმულირებს ჰიპოკამპის ნეირონებს. შედეგად უმჯობესდება მეხსიერება და სწავლის უნარი.

დარიჩინი შეგიძლიათ მიიღოთ დღეში ერთ ჩაის კოვზამდე.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here