Home სხვადასხვა “18 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა…”...

“18 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა…” – რატომ კლავენ ქალებს მსოფლიოში?

209
SHARE

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია 2018 წელს ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის მხრივ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გა­სულ წელს მსოფ­ლი­ო­ში 50 000 ქალი მოკ­ლეს.

amerikiskhma.com-ს ცნო­ბით, გა­ე­რო­ში აცხა­დე­ბენ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2018 წელს ქალ­თა მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა აზი­ა­ში და­ფიქ­სირ­და, სა­დაც ქა­ლებ­სა და გო­გო­ნებს, უმე­ტე­სად, პარტნი­ო­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი კლა­ვენ.

ფე­მი­ცი­დის მსხვერ­პლთა სტა­ტის­ტი­კა 2018 წელს ასე­თია:

  • აზია – 20 000 მოკ­ლუ­ლი ქალი
  • აფ­რი­კა – 19 000 მოკ­ლუ­ლი ქალი
  • ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტე­ბი – 8 000 მოკ­ლუ­ლი ქალი
  • ევ­რო­პა – 3 000 მოკ­ლუ­ლი ქალი
  • ოკე­ა­ნე­თი – 300 მოკ­ლუ­ლი ქალი

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში, ათი­დან ყო­ვე­ლი მე­ო­რე ქალი ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და დამ­ცი­რე­ბის მსხვერ­პლია. ასე­ვე, ყო­ველ მე­ო­რეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გამო აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა მკვლე­ლო­ბე­ბი 58%-ით შემ­ცირ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წელს ქმრის მიერ ცო­ლის მკვლე­ლო­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის 5 875 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

რა­ტომ კლა­ვენ ქა­ლებს?

გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზი­ა­ში ამ მხრივ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი არც 2017 წელს ყო­ფი­ლა – მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 45 ათა­სამ­დე ქალი და­ხო­ცეს. მათ­გან 58% ახ­ლობ­ლე­ბის ან სუ­ლაც ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ იყო ჩა­დე­ნი­ლი. ამ საქ­მე­თა დიდ ნა­წილ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ან ფორ­მა­ლუ­რად არის და­წყე­ბუ­ლი, ან არც კი და­წყე­ბუ­ლა.

გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წელს ერთ დღე­ში 21 ქვე­ყა­ნა­ში, გენ­დერუ­ლი მი­ზე­ზით 47 ქალი მოკ­ლეს და ყვე­ლა მათ­გა­ნის მკვე­ლო­ბის უკან ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი იდ­გნენ.

კე­ნი­ა­ში 22 წლის ჯუ­დი­ტი (ფო­ტო­ზე), რო­მე­ლიც 3 შვი­ლის დედა იყო, მხო­ლოდ იმი­ტომ მოკ­ლეს, რომ ქმარს და­შორ­და და მშობ­ლე­ბის სახ­ლში დაბ­რუნ­და. ყო­ფილ­მა ქმარ­მა ის პლან­ტა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას მოკ­ლა… ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ამის შემ­დეგ თა­ვად ქმა­რი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მოკ­ლეს.

გა­ე­როს ცნო­ბით, აფ­რი­კა­ში ქა­ლე­ბი მუდ­მი­ვად დგა­ნან სი­ცო­ცხლის რის­კის წი­ნა­შე, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის კუ­თხით აზია ლი­დე­რობს, სა­დაც 2017 წელს 20 ათა­სი ქალი მოკ­ლეს. იქ ისევ, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია “ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბა”. ასე­თი ვე­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი ინ­დო­ეთ­შიც მრავ­ლად არის.

“18 წლის ნეჰა (ფო­ტო­ზე) სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოკ­ლეს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მან ეს დღე მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად აღ­ნიშ­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის თქმით, გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი მათი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ” – იუ­წყე­ბა BBC. ინ­დო­ეთ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მკვლე­ლო­ბა­ში მისი მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვი მა­მა­კა­ცი არი­ან ბრალ­დე­ბულ­ნი. გო­გო­ნა სა­კუ­თარ სახ­ლში, თა­ვი­სი­ვე და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოკ­ლეს.

Amnesty International-ის ცნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და აზი­ა­ში, კერ­ძოდ, ირან­ში ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლას, სა­დაც 24 წლის ზე­ი­ნაბ სე­კან­ვა­ა­ნი ქმრის მკვლე­ლო­ბის გამო სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

Amnesty International-ის ცნო­ბით, მას ქმა­რი მუდ­მი­ვად აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას და არც გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე თან­ხმდე­ბო­და. ზე­ი­ნა­ბის პრობ­ლე­მებს არც პო­ლი­ცი­ამ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. ის 17 წლის ასაკ­ში ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ზე­ი­ნა­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის თქმით, ის აწა­მეს და სცე­მეს, რათა ეღი­ა­რე­ბი­ნა ქმრის მკვლე­ლო­ბა. ზე­ი­ნაბ­მა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო ვერ მი­ი­ღო…

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ასო­ბით გო­გო­ნას მხო­ლოდ იმი­ტომ კლა­ვენ, რომ მათ ოჯა­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­უყ­ვარ­დათ. ასე “გამ­ქრა­ლი ქა­ლე­ბის” შე­სა­ხებ დუმს რო­გორც ოჯა­ხი, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი სიკ­ვდი­ლი მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კა ხდე­ბა…

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here