Home აღზრდა 8 შვილის დედამ აღზრდის არაჩვეულებრივი წესები მოიგონა

8 შვილის დედამ აღზრდის არაჩვეულებრივი წესები მოიგონა

447
SHARE

ოლესია ლიხუნოვა – ცნობილი მრავალშვილიანი დედაა. მას სამი საკუთარი და ხუთი აყვანილი შვილი ჰყავს. სოციალურ ქსელში ათასობით გამომწერი ჰყავს და ყველა ინტერესდება, თუ როგორ ართმევს თავს ამდენ საქმეს. ოლესიამ დაწერა პოსტი, სადაც დაწვრილებით დაწერა ის წესები, რაც ალბათ მევრს მოეწონება, ბევრიც – გააკრიტიკებს.

“ხშირად მეკითხებიან თუ როგორ ვართმევ თავს ამდენ ბავშვს, როდესაც ზოგიერთი ორ ბავშვს ძლივს უვლის. თუმცა, აღზრდის მთავარი პრინციპები ბავშვების რაოდენობასთან მიმართებაში არ იცვლება. იმის გამო, რომ წესები ძალიან მარტივია, მშობლები ხშირად არ იყენებენ და შემდეგ ღელავენ, რომ ბავშვი მოურჯულებელია. ჩვენს ოჯახში ქცევის ზუსტი წესებია (რა შეიძლება და რა არ შეიძლება კატეგორიულად), რომლებსაც წინასწარ ვათანხმებთ და ბავშვები ასრულებენ დასვენების დღეების, დღესასწაულის თუ სტუმრად ყოფნის დროს.

mshoblebi

ეს ნიშნავს იმას, რომ არ ვაფრთხილებ ასჯერ (უი, რას გიზამ, იცოდე დაგსჯი და მსგავსი ტექსტები). ეს ხდება მაქსიმუმ ერთხელ. შენიშვნა არ შეიძლება გადაიტანო სხვა დროს. პასუხი მოეთხოვება იმ კონკრეტულ საქციელზე და მაშინვე. ჩემი საქმეა ყურადღება მივაქციო იმას, რომ შენიშვნა მოჰყვეს წესის დარღვევას. მშვიდად, ნერვების მოშლის და სინდისის ქენჯნის გარეშე.

თითქოს მარტივია, მაგრამ ბევრი მშობელი ვერ უძლებს ამ თანმიმდევრობას.

  • ხან წესებს ცვლიან, ის, რაც აკრძალული ჰქონდათ, უცებ კარგი
    • საქციელის გამო – ნებადართულია.
    • ხან 200-ჯერ აფრთხილებენ და არ სჯიან.
    • ხან სჯიან, მაგრამ ბოლომდე არა და დროზე ადრე პატიობენ და ეფერებიან.
    • ხან თავს იმართლებენ, რომ მათ იშვიათი ბავშვი ჰყავთ და წესებს  არ დაექვემდებარება (“არა, ჩემი შვილი სკამზე არ დაჯდება” და ა.შ.).

    სინამდვილეში ბავშვი მანიპულირებს მშობლებით და არ იღებს მათ სიტყვას არაფრად. მე ასეთ სიტუაციას უბრალოდ ვერ დავუშვებ. ჩემი ავტორიტეტი არ უნდა იწვევდეს არც ერთში ეჭვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება ქაოსი. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახში არის უფროსი (დედა, მამა), რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, დაამშვიდებს, დაიცავს და ურჩევს.

    mshoblebi

    როდესაც წესების შესახებ ვსაუბრობ, ბევრს ჰგონია, რომ ჩვენს სახლში სამხედრო დისციპლინაა, ბავშვები ჩუმად სხედან და ხმის ამოღების ეშინიათ. არავითარ შემთხვევაში. სწორედ იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული წესები, ოჯახში მშვიდი სიტუაციაა, ბავშვები თბილები და მშობლები მხიარულები არიან. უმცროსებს “ვსჯით” (ეს პირობითად არის სასჯელი) სკამზე ჯდომით (სკამი დგას შემოსასვლელში და ჰქვია ხუმრობით “სადამსჯელო”). უფროსებს თავისუფლების შეზღუდვით, დესერტის ან ტელევიზორის ყურების აკრძალვით და ა. შ. მაგალითად: კრისტინამ დაუკითხავად აიღო ძმის კომოდის უჯრიდან გამადიდებელი შუშა. მე ვეუბნები, რომ სხვისი ნივთის დაუკითხავად აღება არ შეიძლება და ვსვამ დამსჯელ სკამზე 5 წუთით. ვინიშნავ დროს ტაიმერით. კრისტინა უკმაყოფილოდ მიდის და ჯდება სკამზე. ტაიმერი რეკავს და გოგონა თავისუფალია.

    ნინა ყვირის: “ვადიმ, შენ რა სულელი ხარ?” – ერთმანეთისთვის დამამცირებელი სიტყვების თქმა აკრძალულია. ნინა მიდის 9 წუთით სკამზე.
    ვადიმი კატას, რომელიც რძეს მიირთმევს თავისი ჯამიდან, ზურგზე არტყამს ხელს და აგრძელებს გზას. ჩვენთან ცხოველებს არ უშავებენ არაფერს. ვადიმი მიდის 6 წუთით სკამზე.
    თუ ბავშვი ცელქობს კუთხეში დგომის დროს, მას ვაფრთხილებ და ვუმატებ სასჯელის წუთებს.
    კიდევ ერთი მაგალითი: უფროსები თამაშობენ მონოპოლიას. რაღაც მომენტში კირილი იწყებს ყვირილს, გამოთქვამს პრეტენზიებს და ისვრის სათამაშო ქვებს. ის მიდის თავის ოთახში ერთი სააათით, რათა დაწყნარდეს.

    mshoblebi

    მაგალითად, თუ ბავშვს დავუდგი თეფშით სადილი და მას დაავიწყდა მადლობის თქმა, უხმოდ ვბრუნდები და უკან მიმაქვს თეფში. ამის შემდეგ მომდევს და ყვირის: “უი, მადლობა, დედიკო, მადლობა!” – ვაბრუნებ თეფშს მაგიდაზე.
    მეორე შემთხვევა: ვადიმთან მომაქვს ვახშამი, ის კი ყვირის, რომ არ უნდა ასეთი ცხელი კერძი. უხმოდ მიმაქვს უკან ფაფა და მომაქვს გაყინული ბლინები საყინულედან. ვადიმი გაკვირვებული მეკითხება: “ეს რა არის”? მე – “ხომ არ გინდოდა ცხელი, მიირთვი ცივი!” ვადიმი – “კარგი, შევჭამ ცხელს”!

    მაგალითი: ვაღებ გალინას კომოდის უჯრას, რათა თმის სამაგრები ავიღო. ვხედავ მეორე უჯრა სავსეა კანფეტის ქაღალდებით, ნარჩენი, დაკუჭული ქაღალდებით და სხვადასხვა ხელსახოცით. ვიმახსოვრებ. შუა დღეს ბავშვებს ვურიგებ ბანანს, ხილს და ვეუბნები: “ამიერიდან აღარ არის საჭირო ნარჩენების სამზარეულოში წაღება და ნაგვის ურნაში ჩაყრა. ნაგავს გალინას კომოდის უჯრაში ჩაყრით”. იმ დღიდან კომოდის ყველა უჯრაში იდეალური წესრიგია.

    შემდეგი მაგალითი: ვამზადებ სადილს. კრისტინა წუწუნებს, ვერ ითმენს, შია. ვეუბნები: კარგი, კარგი! თეფშზე ვუდებ მოუხარშავ მაკარონს და ნახევრად მოხარშულ ქათმის ხორცს. “ფუ, დედა ეს რა არის? ასეთს არ შევჭამ!” “შენ ხომ ვერ ითმენ სხვა ბავშვებივით”. “არა, იყოს, მოვიცდი”. ამის შემდეგ აზუსტებს რამდენ ხანში იქნება სადილი, მზად არის თუ არა და თან აღარც წუწუნებს.

    mshoblebi

    თუ ვადიმს რაიმე არ გამოსდის, ის იწყებს ყვირილს, ტირილს, ფეხების ბაკუნს. ჯერ ვაფრთხილებ, რომ წავართმევ კონსტრუქტორს, თუ არ დამშვიდდება. ზოგჯერ ასეც ვიქცევი, თუ არ წყნარდება. იმ დღეს ვუთხარი, რომ თუ ის ასეთი პატარაა, რომ ნებისმიერ წარუმატებლობაზე ტირილს იწყებს, მე მას ჩავაცმევ პამპერსს და ჩავუდებ საწოვარას. ვადიმმა გადაიხარხარა და შეწყვიტა ტირილი. იმის შემდეგ თუ მსგავსი სიტუაცია განმეორდა, ვიღებ ხელში პამპერსს და საწოვარას და ვდგები მის წინ. ის მაშინვე იწყებს სიცილს და ამბობს: “კარგი, კარგი, აღარ ვიზამ!”.

    რა თქმა უნდა, არსებობს არასტანდარტული სიტუაციებიც, როდესაც ვფეთქდები, ვჩხუბობ და დიდხანს ვუხსნი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამა თუ იმ საქციელის ჩადენა.

    ზოგჯერ ვნაწყენდები. მაგრამ ასეთი შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი მქონია. ალბათ ბავშვები წამოიზარდნენ ან მიეჩვივნენ წესრიგს.

    რა თქმა უნდა, ჩვენს ბავშვებს წინ ექნებათ ასაკობრივი კრიზისები. მაგრამ თუ პატივს ვცემთ ერთმანეთის სურვილებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს გავუმკლავდებით.

    არც იმას ვამბობ, რომ ჩემი მეთოდები იდეალური და ყველასთვის მისაბაძია, უბრალოდ, მე ამ საშუალებას მივაგენი და ჩვენ ასე მივაღწიეთ იდილიას ჩვენს ოჯახში”.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here