Home აღზრდა “არასდროს არ დასაჯოთ ბავშვი სიცელქის გამო…” – ერთი კეთილი ბებოს საოცარი დარიგება...

“არასდროს არ დასაჯოთ ბავშვი სიცელქის გამო…” – ერთი კეთილი ბებოს საოცარი დარიგება მშობლებისთვის

502
SHARE

…როდესაც პატარა ვიყავი, დედაჩემი ყოველთვის მსჯიდა შეცდომების გამო: თუ ფქვილს დავაბნევდი, ან ტაფა დამივარდებოდა ან კიდევ კაბას გავხევდი. არადა, ვიყავი ბავშვი, რომელსაც ეს ყველაფერი ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე ემართებოდა.
ერთხელ დედა ესტუმრა იუბილეზე ყოფილ კოლეგას, რომელიც უკვე დიდი ხანია გასული იყო პენსიაში. მე არავისთან ვრჩებოდი და დედასთან ერთად წავედი. დედას კოლეგა 75 წლის იქნებოდა ალბათ.

კარადაში ჰქონდა შესანიშნავი ფაიფურის კომპლექტი და გადაწყვიტა, სტუმრებს ჩაით გამასპინძლებოდა. მე მისი დახმარება ვცადე და ერთი ჭიქა შემთხვევით გამიტყდა… დედაჩემი მდგომარეობიდან გამოვიდა. სახეში გამარტყა და მიყვირა… ტირილი დავიწყე, შემეშინდა დასჯის.
ბებომ კი უცებ ხელი მომკიდა მხარზე, მომეფერა და დედას უთხრა:
– შეწყვიტე ბავშვთან ყვირილი. რა ჩაიდინა ასეთი? შენ რომ გაგეტეხა ეს ჭიქა, მეც უნდა მეყვირა შენთვის?

დედას შერცხვა და არაფერი თქვა. ქალმა განაგრძო:
– არც ერთი ჭიქის ნამსხვრევი არ ღირს ბავშვის ცრემლებად ან კიდევ ნერვებად. დაფიქრდი, კომპლექტი იყო 6 ადამიანზე, ახლა 5 დარჩა. ჩემთან 3 ადამიანზე მეტი არ მოდის და რომც მოვიდნენ, ჩვეულებრივი ჭიქით ვერ დალევენ?

შემდეგ გადმოდგა ახალი ჭიქა და დაასხა ჩაი, თითქოს არაფერი მომხდარა.

როდესაც ჩვენ შინ ვბრუნდებოდით, ბებიამ გაახვია დარჩენილი ფინჯნები ლამბაქებთან ერთად და დედას სახლში გამოატანა.
…მე დღეს არ მახსოვს, რა ერქვა იმ ქალს, მაგრამ ეს გაკვეთილი მეც და დედასაც მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდა. ის უკვე აღარაა ცოცხალი, მაგრამ ლამბაქები ჩემთანაა… და როცა ჩემი შვილები ცელქობენ, კარადიდან თითქოს მიყურებენ იმ ქალის თვალები და საერთოდ აღარ მინდება არც ყვირილი და არც მათი ცემა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here