Home სხვადასხვა მეცნიერები: ჩვილებს გადარჩენისთვის მეტი ჩახუტება სჭირდებათ

მეცნიერები: ჩვილებს გადარჩენისთვის მეტი ჩახუტება სჭირდებათ

151
SHARE

ჟურნალმა Development and Psychopathology-მ  ახალი კვლევის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ჩვილებს, რომლებსაც სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ხშირად ეხუტებიან და ეფერებიან, ეცვლებათ დნმ-ს სტრუქტურა მოლეკულურ დონეზე.

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საქმე ეხება წინასწარ შედეგებს და ჯერჯერობით უცნობმა, ზუსტად რა იწვევს გენის სტრუქტურის ცვლილებას მოლეკულურ დონეზე.

კვლევის დროს, 94 ბავშვის მშობელს სთხოვეს, რომ ყოველდღიურად გაეკეთებინათ ჩანაწერები, რამდენჯერაც ბავშვს მოეფერებოდნენ. აღეწერათ შემდგომ მათი ქცევები, თუ როგორ ეძინათ და ხშირად თუ ტიროდნენ. 4 წლის შემდეგ, ამ ბავშვების სისხლის ანალიზის ნიმუში აიღეს რათა დაედგინათ ბიოქიმიური ცვლილებები.

მეცნიერებმა იმ ბავშვებს შორის, რომლებსაც უფრო ხშირად ეფერებოდნენ და იმათ შორის ვისაც ნაკლებად, მასშტაბური განსხვავება დაინახეს. ცვლილება დნმ-ის 5 კონკრეტულ ნაწილში დაფიქსირდა, რომელთაგან ორი გენომის ჯგუფში შედიოდა: ერთი მიეკუთვნებოდა იმუნურ სისტემას, ხოლო მეორე – ნივთიერებათა ცვლის სისტემას. მეცნიერების თქმით, მეტ სითბოში გაზრდილი ბავშვები ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ სტრესის მიმართ და ეს მათ გენეტიკურ დონეზე დაეტყოთ.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here