Home მედიცინა ექიმი კომაროვსკი პასუხობს 12 შეკითხვას, რომელიც ყველა მშობელს აწუხებს

ექიმი კომაროვსკი პასუხობს 12 შეკითხვას, რომელიც ყველა მშობელს აწუხებს

76
SHARE

ბავშვის დაბადებასთან ერთად, მშობელს უამრავი კითხვა უჩნდება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამ დროს ახლობლებს, მეგობრებს თუ უბრალო ნაცნობებს საკუთარი შეხედულება აქვთ, თუ როგორ უნდა აღზარდონ ახალგამომცხვარმა მშობლებმა ჯანმრთელი ბავშვი. მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში სხვას ნუ ენდობით, მოუსმინეთ მხოლოდ პროფესიონალებს.

ექიმ კომაროვსკის ქართველი მშობლებიც კარგად იცნობენ. ამ სტატიაში ის იმ 12 შეკითხვას პასუხობს, რომელიც ალბათ ყველა მშობელს აწუხებს.

1.საშიშია თუ არა გაზიანი სასმელი ბავშვისთვის?

imageგავრცელებულია აზრი, რომ გაზიან სასმელს ორგანიზმიდან კალციუმი გამოაქვს და ცუდ ზემოქმედებას ახდენს ძვლებზე. გაზიანი სასმელები ორთოფოსფორულ მჟავას შეიცავენ. ეს მჟავიანობის მარეგულირებელია, რომელიც კალციუმის ათვისებას ხელს უშლის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყოს, დღეში 20-30 ლიტრი გაზიანი სასმელი უნდა მიიღოთ, რაც შეუძლებელია.

თუმცა, ის ბავშვები, რომლებიც გაზიან სასმელს სვამენ, უარს ამბობენ რძის, კეფირის და სხვა მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. შედეგად, მათი ორგანიზმი კალციუმს და სხვა ძვირფას მიკროელემენტებს ვერ იღებს, სამაგიეროდ იღებს შაქარს და საღებავს.

გაზიანი სასმლის დალევა შეიძლება, უბრალოდ, ნუ მისცემთ ამას სისტემატიურ ხასიათს და ამასთან, აუცილებლად დაიცავით ბალანსი და რაციონში ჩართეთ სასარგებლო პროდუქტები.

 

2.შეიძლება თუ არა თვითმკურნალობა?

imageთვითმკურნალობა არც ისე საშიში და დამღუპველია, როგორც ამას აცხადებენ. მთავარია, ამ დროს გონივრულობა გამოვიჩინოთ. ექიმმა უნდა გაარკვიოს პაციენტი და აუხსნას, როგორ გამოავლინოს ეს თუ ის დაავადება დამოუკიდებლად. ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მთავარი წესი:თვითმკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მსგავს სიტუაციაში გამოცდილება უკვე გაქვთ.

დავუშვათ, ბავშვს ახველებს.თქვენ ექიმთან წახვედით. მან სიმპტომები აგიხსნათ და წამალი გამოგიწერათ. მომდევნო ჯერზე, როცა ბავშვს იგივე სიმპტომები შეაწუხებს, თქვენ შეძლებთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით თავად ჩაუტაროთ მკურნალობა.

 

3.ბავშვმა კევი გადაყლაპა, როგორ მოვიქცეთ?

imageალბათ, გსმენიათ, რომ კევი, რომელიც ბავშვმა გადაყლაპა, შესაძლოა მის ნაწლავებში წლობით დარჩეს. ეს სიმართლე არაა. საყლაპავიდან კევი კუჭში ხვდება, შემდეგ კი წვრილ და მსხვილ ნაწლავებში და ბოლოს ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოიყოფა.

ამიტომ, თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა შემთხვევით საღეჭი რეზინი გადაყლაპეთ, ნუ შეგეშინდებათ.

4.ბავშვს კონიუნქტივიტი აქვს, შეიძლება მისი მიყვანა საბავშვო ბაღში?

imageეს კონიუნქტივიტის სახეობაზეა დამოკიდებული. კონიუნქტივიტი არსებობს:ბაქტერიული, ვირუსული, ალერგიული და გამაღიზიანებელი. ეს უკანასკნელი მაშინ ჩნდება, როცა თვალში გამაღიზიანებელი მოხვდება, მაგ: ბავშვი ქვიშიან ხელს მოისვამს თვალზე.

ალერგიული კონიუნქტივიტი კი ალერგენზე, მაგალითად ძაღლის ბეწვზე რეაქციაა. ორივე შემთხვევაში, ბავშვის მიყვანა საბავშვო ბაღში დასაშვებია. ვირუსული და ბაქტერიული კონიუნქტივიტი კი გადამდებია. თუ რომელ კონიუნქტივიტთან გვაქვს საქმე, ეს მხოლოდ ექიმმა უნდა განსაზღვროს.

5.შეიძლება თუ არა ყურსასმენები ბავშვებისთვის?

imageსასმენ ორგანოზე მაღალი ბგერების ხანგრძლივად ზემოქმედების შედეგად, შესაძლოა სმენის მაღალი სიხშირე დაქვეითდეს. როგორ იჩენს ეს თავს?-ბავშვი ამ დროს მაღალ ბგერებს უფრო ცუდად აღიქვამს, ვიდრე დაბალს. იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, გაითვალისწინეთ სამი წესი:

ა)არის სამი ასაკი, როცა აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და აუდიოგრამის გაკეთება(სმენის შემოწმება). ეს ასაკია: 14, 16 და 20 წელი.

ბ)წესი “60 /60″:მოწყობილობის ხმა არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს, 60 წუთიანი მოსმენის შემდეგ გააკეთეთ პაუზა არანაკლებ 6 წუთისა.

გ)უპირატესობა მიანიჭეთ დიდ ყურსასმენებს, რომელთაც ხმის ჩახშობის ფუნქციაც აქვთ. ჩვეულებრივ, ხმას მაშინ ვუწევთ, როცა გარემოს ხმები გვესმის და მათი ჩახშობა გვინდა. ხმის ჩახშობის სისტემა კი საშუალებას იძლევა ხმას ძალიან არ ავუწიოთ, ამასთან, ასეთი ყურსასმენების ხმარების დროს ყურის ტრავმის და ინფექციების რისკი უფრო ნაკლებია.

6.როგორ მოვიქცეთ, როცა რამე გადასცდება და ახველებს?

imageპირველი, რაც ამ დროს თავში მოგვდის-ზურგზე ხელის დარტყმაა. ამის გაკეთება კი კატეგორიულად არ შეიძლება. სასუნთქი გზების გასუფთავების ყველაზე ეფექტური მეთოდი-ხველაა. თუ ადამიანი ახველებს-მას სუნთქვაც შეუძლია. ზურგზე ხელის ტყაპუნით კი შესაძლოა სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულს მდებარეობა შევუცვალოთ და უარეს შემთხვევაში სუნთქვის გაჩერებაც კი გამოვიწვიოთ.

როგორ მოვიქცეთ ამ დროს?-დავმშვიდდეთ, უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება, ჩავისუნთქოთ ღრმად და დავახველოთ. ასწავლეთ ეს ბავშვსაც.

7.შეიძლება თუ არა ბავშვმა ზურგჩანთა ატაროს?

imageზოგიერთ შემთხვევაში ეს აუცილებელიც კია. მთავარია-წონის ნორმატივი გაითვალისწინოთ. ზურგჩანთა, მთელი თავისი შიგთავსით, თქვენი ბავშვის წონის 10%-ზე მეტს არ უნდა იწონიდეს. დავუშვათ, თქვენი ბავშის წონა 22-25 კგ-ა, შესაბამისად, ზურგჩანთა 2, 2-2, 5 კგ-ზე მეტს არ უნდა იწონიდეს.

 

8. რა რაოდენობით უნდა მივცეთ ხილი ბავშვს?

imageხილი ბავშვებისთვის არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. თუმცა, გაითვალისწინეთ:ხილმა არ უნდა ჩაანაცვლოს რაციონში ხორცი, თევზი, პური და სხვა პროდუქტები. რაციონის დარღვევა ნორმალური მადის ჩამოყალიბებას ხელს უშლის. სრულფასოვან კვებათა შორის ბავშვებისთვის ხილის მიცემა შეგიძლიათ, მაგრამ არ ჩაანაცვლოთ სადილი ან ვახშამი ხილით.

 

9.როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს ტკბილეული იზიდავს?

imageპირველ რიგში, შეაფასეთ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა:თუ წონა მკვეთრადაა გამოხატული, ტკბილეულის მიცემა არ ღირს. თუ ბავშვი აქტიურია და ფიზიკურ დატვირთვას კარგად უმკლავდება, შეგიძლიათ ცოტა ტკბილეული მისცეთ.

ტკბილეული შესაძლოა საზიანოც იყოს და სასარგებლოც-არჩევანი ყოველთვის გაქვთ. ჩირი, ქიშმიში და სხვ. – კანფეტების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა.

 

10.შეიძლება თუ არა ბავშვმა ფტორის შემცველი კბილის პასტა გამოიყენოს?

imageფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება მანამ არ შეიძლება, სანამ ბავშვი გადმოფურთხებას და პირში წყლის გამოვლებას არ ისწავლის. მანამდე კი უფტორო კბილის პასტა გამოიყენეთ. მართალია ფტორი კარგად ასუფთავებს კბილებს, მაგრამ როცა ბავშვის კუჭში ხვდება-ეს ცუდია. სანამ ფტორიან კბილის პასტაზე გადახვალთ, ასწავლეთ ბავშვს კბილის პასტის გადმოფურთხება და წყლის გამოვლება უფტორო პასტით.

 

11.შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ორთქლის ინჰალაციები?

imageმათ ინჰალატორების ან სხვა საშუალებებით აკეთებენ. ასეთი ინჰალაციის პრინციპი-ცხელი ორთქლით ზემოქმედებაა. თუმცა, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო საშიშია ეს პროცედურა. პირველ რიგში, იზრდება სასუნთქი გზების და სხეულის დამწვრობის რისკი. მეორეც, ცხელი ორთქლის ზემოქმედებით, სასუნთქ გზებში გამომშრალი ლორწო ფუვდება და სასუნთქ გზებს კეტავს, ამან კი შესაძლოა ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს. ნებულაიზერების გამოყენება შეგიძლიათ, მაგრამ მხოლოდ ქვედა სასუნთქი გზების პრობლემებისას(ბრონქული ასთმა, პნევმონია, ბრონქიტი და ა.შ.). ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას სხვა მეთოდებია საჭირო.

 

12. ბავშვს ნემსის ეშინია. როგორ მოვიქცეთ?

imageმთავარია, თავიდანვე არ შეაშინოთ ბავშვი:გაუღიმეთ, არ უყვიროთ და ნემსის გაკეთების მომენტში მაქსიმალურად გადაიტანეთ მისი ყურადღება სხვაგან. აცრის დროს, თავიდანვე დაელაპარაკეთ ექიმს, დატოვეთ მის კაბინეტში სათამაშო, რომელსაც მერე ის ბავშვს აჩუქებს.

იმ შემთხვევაში, როცა ბავშვის გარშემო მყოფებსაც ეშინიათ ნემსის და აცრების, ეს შიში ბავშვზეც გადავა. როცა სხვები მშვიდად არიან, იღიმიან და შიშს არ გამოხატავენ, ბავშვს ეს პროცედურა უფრო ადვილად გადააქვს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here