Home სხვადასხვა 25 წლის ქალმა ბავშვი ბაზრის საპირფარეშოში გააჩინა და ცელოფნის პარკში გახვეული დატოვა

25 წლის ქალმა ბავშვი ბაზრის საპირფარეშოში გააჩინა და ცელოფნის პარკში გახვეული დატოვა

228
SHARE

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუმ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა 25 წლის გო­გო­ნამ ბაზ­რის სა­პირ­ფა­რე­შოს კა­ბი­ნა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და ახალ­შო­ბი­ლის ცხე­და­რი ცე­ლო­ფან­ში გახ­ვე­უ­ლი და­ტო­ვა… შემ­თხვე­ვა 1 თე­ბერ­ვალს მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ქალი სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ვი­და და დიდ­ხანს არ გა­მო­ვი­და…

“შე­მე­შინ­და და და­ვუ­კა­კუ­ნე, რამე პრობ­ლე­მა ხომ არ ჰქონ­და, გა­მომ­ძა­ხა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცამ აწყი­ნა და კუჭი აწუ­ხებ­და… ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­ჯერ შე­ვე­დი თუმ­ცა, სა­მი­ვე­ჯერ სა­ეჭ­ვო და დაბ­ნე­უ­ლი პა­სუ­ხი გამ­ცა… ბო­ლოს რო­გორც იქნა გა­მო­ვი­და, სა­ხეს ხე­ლე­ბით იფა­რავ­და, თუმ­ცა იმ­დე­ნად ცუ­დად იყო, არ­სად წას­ვლის თავი არ ჰქონ­და… ჩვენ მა­შინ­ვე სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ. მან ექი­მე­ბის კი­თხვებს არ უპა­სუ­ხა, თუმ­ცა მე­დი­კო­სებ­მა ის თან წა­იყ­ვა­ნეს” – ამ­ბობს ერთი თვითმხილ­ვე­ლი და სო­ხუ­მის ბაზ­რის მო­ვაჭ­რე.

მას შემ­დეგ, რაც ქალი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ გა­და­იყ­ვა­ნა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში სის­ხლის კვა­ლი შე­ნიშ­ნეს, თუმ­ცა რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, ვერ მიხ­ვდნენ. ამის შემ­დეგ, ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს.

“მი­ლი­ცია იმ დროს მო­ვი­და, რო­დე­საც ჩვენ სა­პირ­ფა­რე­შოს კა­ბი­ნი­დან ნა­გავს ვყრი­დით, რაც სა­მარ­თალ­და­ცა­ვებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და ცე­ლოფ­ნის პარ­კებ­ში გახ­ვე­უ­ლი მკვდა­რი ახალ­შო­ბი­ლი იპო­ვეს… ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ნა­ხით შოკ­ში არი­ან…” – წერს აფხა­ზუ­რი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru.

აფხა­ზე­თის ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25 წლის გო­გო­ნა ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რია. ქმარს გა­ცი­ლე­ბუ­ლია და ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი შვი­ლი ჰყავს… ის მე­ხუ­თე თვე­ში იყო. ბა­ზარ­ში ყოფ­ნი­სას იგ­რძნო, რომ ცუ­დად იყო და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო. ამის შემ­დეგ შე­ვი­და ბაზ­რის სა­პირ­ფა­რე­შო­ში, სა­დაც მკვდა­რი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, ის პარ­კებ­ში ჩა­აწ­ვი­ნა და წა­მოს­ვლა სცა­და, თუმ­ცა ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის გამო ცუ­დად გახ­და, რის შემ­დე­გაც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო…

ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ჩვილს ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა, რომ­ლის პა­სუ­ხიც 4 თე­ბერ­ვალს იქ­ნე­ბა. თუ გა­ირ­კვა, რომ ბავ­შვი ცო­ცხა­ლი და­ი­ბა­და, დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ “სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­ვრე­ბა”.

მომ­ხდარ­მა აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათი ერთი ნა­წი­ლის თქმით, შეც­დო­მე­ბის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი და ბავ­შვთა სახ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად სულ უფრო მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს.

სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აბორ­ტი უნდა და­უშ­ვან, რად­გან ამ მხრივ და­ნა­შა­უ­ლე­ბის რი­ცხვმა სა­ში­ში მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო. კი­დევ ერთი ნა­წი­ლის თქმით, მშო­ბი­ა­რე ქალი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ჯან­მრთე­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და და თუ ეს სრულ ჭკუ­ა­ზე მყოფ­მა გა­ა­კე­თა, კი არ უნდა უმ­კურ­ნა­ლო, პირ­და­პირ უნდა დახ­ვრი­ტო.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here