ირინა ნიკოლაიშვილი: SOS ! ! ! დედებო ! ! !

    1443
    SHARE

    ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „SOS ! ! ! “2”

    ” ვეძებ ძიძას”

    ” ვეძებ სადღეღამისო ძიძას”

    პრობლემა რომელიც ყოველდღიური რეალობაა.

    მოგმართავთ ყველას, ვისაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლის სურვილი გაქვთ, ან უშუალოდ გეხებათ ამ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.
    გავერთიანდეთ და მოვითხოვოთ ის , რაც ყველაზე აუცილებელია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვის გაზრდისთვის, ჩამოყალიბებისთვის.

    ვიბრძოლოთ, რათა
    სახელმწიფოს უმთავრეს ინტერესს და საზრუნავს წარმოადგენდეს მშვიდობიან ქვეყანაში ჯანმრთელი ბავშვების აღზრდა და განათლება. გახდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჯანსაღი მომავალი.
    მოხდეს ხშირად ახალგაზრდების ინფორმირება, თუ რა სავალალო შედეგები მოჰყვება, არასწორ ცხოვრების წესს.
    ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობით შექმნან ოჯახები,
    თვითონ გაზარდონ თავიანთი შვილები.
    სრული მზაობით შეხვდნენ მათი სიყვარულის ნაყოფს. ფეხმძიმობამდე წინასწარ ჩაიტარონ გამოკვლევები, რათა თავიდან აირიდონ შესაძლო სირთულეები.

    .
    სავალდებულო გახდეს 18 თვის ასაკამდე მშობლის ( იგულისხმება დედა ან მამა) მუდმივი ზედამხედველობის გარემოცვაში
    ბავშვის გაზრდა.
    (ვგულისხმობ დეკრეტული შვებულების აღებას და ფულად ანაზღაურებას.)
    განსაკუთრებულ შემთხვევებში გამონაკლისების დაშვებით.მაგ.2-3წელი.
    ისე, როგორც არის მაგ.შვედეთში, ნორვეგიაში,დანიაში, გაერთიანებულ სამეფოში.

    დედებო ! ! !

    ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ თქვენ შვილებთან მეტი დრო გაატაროთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ზნე, ხასიათი, ჩვევები, მშვიდი, თბილი ბუნება, დაცულობის განცდა, ჯანმრთელი ორგანიზმი და ემოციები ყალიბდება.
    რაც უფრო ჩართულები იქნებით შვილების გაზრდაში, ყველა სირთულის დაძლევა მეტად მარტივი და შესაძლებელი იქნება.
    ადრეულ ასაკში შემჩნეული უყურადღებობა, ჰიპერაქტივობა, შფოთვა, სმენითი, მხედველობითი, ნევროლოგიური და მოტორული დარღვევები, დროულად ჩარევის, კორექციის და პრობლემების აღმოფხვრის მეტ საშუალებას იძლევა.
    ნუ გაატარებს თქვენი შვილი დღეში 8-10 საათს ადამიანთან, რომელსაც მის შესახებ თქვენზე მეტი რამ ეცოდინება.

    Banner 5
    SHARE

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here