Home სხვადასხვა შემეცნება 10 წლის ქართველი გოგონა საბერძნეთის პრემიერმა საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია

10 წლის ქართველი გოგონა საბერძნეთის პრემიერმა საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია

546
SHARE

DIASPORA.GE დღეს გაგაცნობთ ქართველ სკოლის მოსწავლეს ათენიდანრომელიც საბერძნეთის პრემიერმინისტრმა საკუთარ რეზიდენციაშიმიიწვია და უმასპინძლა. 10 წლის ლიზი დადუნაშვილი ნეა იონიისინტერკულტურული სკოლის წარჩინებული მოსწავლეარომელიც ერთერთი ქართული დიასპორული ორგანიზაციის 2013-2018 წწში მოქმედისაგანმანათლებლო პროგრამის ,,პატარა არგონავტების” აღზრდილია დანეა იონიის სკოლაშიც მისი ხელმძღვანელის სოფია სარიდისრეკომენდაციით მოხვდა.

ლიზი დადუნაშვილმა გარდა წარჩინებული და გამორჩეული მოსწრებისასკოლაში თავი მუსიკალური ნიჭითაცგამოიჩინა და წელს შობის დღესასწაულზე საბერძნეთის მასშტაბით იმ რამდენიმე უცხოელ მოსწავლეთა შორისმოხვდარომლებსაც პატივი ხვდათ და საბერძნეთის პრემიერმინისტრის ალექსის ციპრასისგან მიწვევა მიიღესშობის დღესასწაული საბერძნეთის პრემიერ– მინისტრთან და მის ოჯახის წევრებთან აღენიშნა

-,,ეს დღე განსაკუთრებული დღე იყო ჩემთვის – უყვება DIASPORA.GE- ლიზი – საჩუქარიც გადმომცა დაწამოსვლის წინ , როცა ვემშვიდობებოდით მასმკითხა რომელი ქვეყნიდან ვიყავი და როცა ვუპასუხესაქართველოდან ვარ თქოასე მითხრა – საქართველო ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყნააო” – გვიყვება ჩვენი საამაყოდა საკუთარი ნიჭით წარჩინებული პატარა თანამემამულე ლიზი დადუნაშვილი.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here