Home სხვადასხვა გართობა სამი წლის ბიჭუნას დედა მოენატრა და ბაღიდან გაიპარა

სამი წლის ბიჭუნას დედა მოენატრა და ბაღიდან გაიპარა

574
SHARE

ეს ამბავი 1 თებერვალს მოხდა შოტლანდიის ქალაქ ტრუნში. 31 წლის სარა რეიდმა დილით ვაჟი ლაიმი საბავშვო ბაღში წაიყვანა და შინ დაბრუნდა. თუმცა სულ მოკლე ხანში სადარბაზოდან უცნაური ხმები შემოესმა. რომ გაიხედა გარეთ, იქ თავისი 3 წლის შვილი აღმოაჩინა – ატირებული. გარეთ ციოდა, ბავშვს კი მხოლოდ მაისური ეცვა და სპორტული შარვალი.

შეშინებულ დედას ბავშვმა უპასუხა, რომ ბაღში ძალიან მოენატრა დედა და სახლში დაბრუნდა. საბავშვო ბაღიდან სახლამდე მანძილი თითქმის ერთი კილომეტრია, თანაც, გზის უმეტესი ნაწილი ხალხმრავალია და ტრასნპორტით დატვირთული.

ლაიმს უნდა გამოევლო რამდენიმე მოსახვევი, კიდევ მოეხვია და გზის ბოლო ნაწილი საკმაოდ უკაცრიელ ჩიხში გაევლო. საოცარია, როგორ მოახერხა ბავშვმა ამხელა მოგზაურობა მარტოკამ და გარდა ამისა, ადვილი წარმოსადგენია დედის შიში, რომელმაც ათასი საფრთხე წარმოიდგინა ბაღიდან სახლამდე, რაც ბავშვს ელოდა. “ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლებოდა დამართნოდა. მადლობა ღმერთს, რომ სახლის გზა იცოდა”, – ამბობს სარა.

დედამ ჩათვალა, რომ ბაღში ალბათ უკვე ყველა ფეხზე იდგა და დაკარგულ ბიჭს ეძებდა. ამიტომ მაშინვე ჩაჯდა მასთან ერთად მანქანაში და ბაღისკენ გაეშურა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა იქ ვერანაირი პანიკა ვერ აღმოაჩინა. ბიჭუნა მთელი 20 წუთი დაკარგულიყო და მისი გაუჩინარება ვერავის ვერ შეემჩნია. ბავშვმა მშვიდად გაიარა შიდა და გარეთა ღია კარები, დაუკეტავი ჭიშკარიც გადალახა და ასე, წინააღმდეგობის გარეშე დატოვა ბაღი, იქ კი ვერაფერი შენიშნეს…

mshoblebi

სარა ძალიან გაბრაზდა და ამიტომაც გაასაჯაროა ეს ამბავი.
ინციდენტის შემდეგ ბაღის ადმინისტრაციამ ზომები მიიღო. ამიერიდან შენობის კარზე სიგნალიზაცია იქნება დაყენებული, შიდა კარიც საიმედოდ იკეტება. გარდა ამისა, კართან მუდმივად დააყენებენ პერსონალს სამორიგეოდ.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here