ძლიერ სიცხეს მუცლადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, კლიმატის ცვლილებასთან ერთად კი ეს პრობლემა სულ უფრო სერიოზული ხდება. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომლის შესახებაც CNN-ი წერს.
კვლევის თანახმად, 2025-2035 წლებში კლიმატური ცვლილებების გამო სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საგრძნობლად გაიზრდება გულის სხვადასხვა დეფექტით დაავადებულ ჩვილთა შობადობა. ამის მიზეზი კი დედებზე ორსულობის დროს ძლიერი სიცხის ზეგავლენა იქნება.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იქნება იმ ორსულებისთვის, რომლებსაც ფეხმძიმობის პერიოდი გაზაფხულზე და ზაფხულში მოუწევთ.
