Home განათლება საქართველოს 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგება

საქართველოს 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგება

122
SHARE

პროექტი გულისხმობს საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც მოსწავლეებს პოტენციალის რეალიზებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო ცოდნითა და უნარებით შეიარაღების შესაძლებლობას მისცემს.

სამინისტროს ექსპერტები პედაგოგებთან მუშაობენ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავებასა და დანერგვაზე; ასევე, ციფრული ტექნოლოგიების შესწავლასა და სწავლების პროცესში ინტეგრირებაზე. მიხეილ ბატიაშვილმა პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეული სკოლების დირექტორებთან და შესაბამისი რესურსცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

პროექტის განხორციელება საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის 50 საჯარო სკოლაში იწყება.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here