Home სხვადასხვა შემეცნება Google-მა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შესაძლოა, სპეციალური საძიებო სისტემა შექმნას

Google-მა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შესაძლოა, სპეციალური საძიებო სისტემა შექმნას

111
SHARE

კორპორაცია Google-მა შესაძლოა, აამოქმედოს სპეციალური საძიებო სისტემა ბავშვებისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან კითხვა.

ამის შესახებ Mediapost-ი კომპანიის საპატენტო განაცხადზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტის აღწერილობის მიხედვით, ტექნოლოგია წარმოადგენს გეიმიფიცირებულ საძიებოს, რომელიც კითხვებზე პასუხს გამოსახულებით იძლევა და არა ტექსტით.

ტექნოლოგიაში ჩართულია ვიზუალური და ხმოვანი დამხმარეები, რომლებიც გაფორმდება ფერად ბურთულებად და მათზე დაჭერით ბავშვები შეძლებენ დაიწყონ ძიება. მაგალითად, ბავშვი იტყვის სიტყვას და საძიებო მას ამ სიტყვის ვიზუალურ მასალას გამოუჩენს.

ექსპერტები შიშობენ, რომ მსგავსი პროგრამები ბავშვებში გაჯეტდამოკიდებულებას გააჩენენ, გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს

ტექნოლოგია „გუგლს“ საშუალებას მისცემს, წვდომა ჰქონდეს მეტ პერსონალურ მონაცემთან მათი თანხმობის გარეშე.

თუმცა, კონკრეტული ვადები და გადაწყვეტილებაც კი, თუ როდის შეიძლება ვიხილოთ პროგრამა, ამ ეტაპზე უცნობია.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here