Home სხვადასხვა გართობა გლდანში 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო

გლდანში 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო

125
SHARE

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონების მოწყობა დასრულდა, კიდევ 11 მისამართზე კი იწყება.

გასართობი ზონები უკვე მოეწყო ზაჰესში, აფხაიძის N7-9 კორპუსების და  ლიბანის N1 კორპუსის მიმდებარედ, გმირ კურსანტთა III შესახვევის N2-4, ბიჭვინთის N1-3-3ა, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N22, მეორე მიკრორაიონის N46-47 , მესამე მიკრორაიონის N82 და  N86 კორპუსების მიმდებარედ. ასევე, ავჭალა, კაჭარავას ქუჩა N37-ის და ბაღნარის N47 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა.

ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა.

სამუშაოებზე, რომელიც შპს „ჩვენი ჯგუფის“ მიერ განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 278 ლარი დაიხარჯა.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here