Home განათლება განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 3 199 310 წიგნი და რვეული შეიძინა

განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 3 199 310 წიგნი და რვეული შეიძინა

156
SHARE

2019-2020 სასწავლო წლისთვის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 3 199 310 წიგნი და რვეული შეიძინა.

როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განაცხადეს, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ტრადიციულად, წელსაც დარიგდება. ხელშეკრულების თანახმად, სკოლებს სახელმძღვანელოები მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე მიეწოდებათ.

მათივე ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლის ყველა მეშვიდე კლასელი მოსწავლე მიიღებს ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.

ამასთან, მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო და კერძო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეებს „დედა ენის“ სახელმძღვანელოები გადაცემათ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here