Home განათლება განათლების საერთაშორისო ცენტრი 2019-2020 სასწავლო წელს 170-მდე სტიპენდიას გასცემს

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2019-2020 სასწავლო წელს 170-მდე სტიპენდიას გასცემს

167
SHARE

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი დასრულდა. საერთო ჯამში 2019-2020 სასწავლო წელს ცენტრი გასცემს 170-მდე სტიპენდიას, რის შედეგადაც, 2014-2019 წლების მონაცემების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდიების რაოდენობა 850-ს მიაღწევს.

წელს გამოცხადებულ პროგრამებში გამარჯვებულების მონაცემები ასეთია: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020, რომელშიც 40 გამარჯვებული გამოვლინდა; საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020 – 1 გამარჯვებულით; საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020 – 5 გამარჯვებულით; ასევე – საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში 2019 წელს – 9 გამარჯვებული, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) 2019-2020 – 48 გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას.

საკონკურსო პერიოდში დარეგისტრირდა 983 აპლიკანტი, 103 კი შეირჩა საკონკურსო პროცესში. მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდება ცენტრის 40-მდე მიმდინარე გრანტის მფლობელს.

მიმდინარე ოთხი სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში გამარჯვებულთა სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე, აღნიშნული პროგრამებია: ​სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020 (7 სტიპენდიატი), ​აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020 (5 სტიპენდიატი), აკადემიური პროგრამები სან – დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 (5 სტიპენდიატი), ​ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2019-2020 (10 სტიპენდიატი).

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here