Home აღზრდა 10 ფრაზა, რომელიც ბავშვს არასოდეს უნდა უთხრათ

10 ფრაზა, რომელიც ბავშვს არასოდეს უნდა უთხრათ

301
SHARE

ონლაინგამოცემა Parents.com-ი გთავაზობთ ფრაზების ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვს არ უნდა უთხრათ:

1. ყოჩაღ!
კვლევებმა აჩვენა, რომ ფრაზა “კარგი გოგო ხარ”, “ასე გააგრძელე”, “ყოჩაღ” ხშირად არ უნდა გამოიყენოთ, ვინაიდან ბავშვი ხდება თქვენს შექებაზე დამოკიდებული. ამიტომაც გვირჩევენ, რომ შექების ფრაზები მხოლოდ მაშინ გამოვიყენოთ, როდესაც ამას ბავშვი ნამდვილად იმსახურებს, თუმცა, აქაც გვაფრთხილებენ, რომ ნაცვლად ფრაზისა “შესანიშნავად ითამაშე”, აჯობებს უთხრათ “მომეწონა როგორც მოახერხე”.

2. მუშაობით ყოველთვის გამოდის

მართალია რაც უფრო მეტ დროს დაუთმობს ბავშვი რაღაცის სწავლას, მით უფრო დახვეწავს იგი უნარებს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში მარცხის დროს უჭირს ბავშვს მასთან შეგუება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვები ფიქრობენ: რატომ დავმარცხდი, ამდენი ვიმუშავე და ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე საუკეთესო შედეგს. ასეთ დროს ბავშვი უნდა წაახალისოთ გააგრძელოს მუშაობა კიდევ უფრო ინტენსიურად, რათა გააუმჯობესოს შედეგები.

3. არაფერია, კარგად ხარ
ზოგჯერ როდესაც ბავშვი ეცემა და ტკივილის გამო ტირის, მშობლის ინსტინქტია იგი დაარწმუნოს, რომ არცისე რთულადაა საქმე და ძალიანაც არ დაშავებულა. თუმცა, იმის თქმა, რომ ის კარგადაა, არ არის სწორი. “ბავშვი ტირის, იმიტომ რომ ის არ არის კარგად, ასეთ დროს თქვენი მოვალეობაა დაეხმაროთ მას ემოციების მართვაში, ჩაეხუტოთ და ჰკითხოთ რომელი ურჩევნია ჭრილობის მოსაშუშებლად, მისი შეხვევა თუ კოცნა”, – ამბობს პროფერსორი ბერმენი.

4. იჩქარე
შესაძლოა ბავშვი დილით საუზმისას ზოზინებდეს, ითხოვდეს თავად ჩაიცვას ფეხზე, რასაც დიდი დრო მიაქვს, თუმცა, გამუდმებით იმის თქმა, რომ სწრაფად უნდა იმოქმედოს და იჩქაროს, მას დამატებით სტერსს აყენებს. ასეთ დროს გვირჩევენ შევარბილოთ ტონი და ბავშვს თავაზიანად და მშვიდად ვუთხრათ “მოდი ცოტა ვიჩქაროთ, კარგი?”, რაც ბავშვს უგზავნის მესიჯს, რომ თქვენ ორივე ერთი გუნდი ხართ.

5. დიეტაზე ვარ
აკონტროლებთ წონას? ეს თქვენთვის შეინახეთ. როდესაც ბავშვი ხედავს როგორ დგებით ყოველდღე სასწორზე და ამბობთ, როგორი მსუქანი ხართ, მას შესაძლოა, სხეულის ფორმების არაჯანსაღი სურათი ჩამოუყალიბდეს. ამის ნაცვლად ჯობია უთხრათ “ჯანსაღად ვიკვებები, ვინაიდან ასე თავს უკეთ ვგრძნობ”.

6. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ
ამ ფრაზის თქმა მარტივია, როდესაც ბავშვი ბოლო თაობის სათამაშოს ყიდვას გთხოვთ. მაგრამ ამის თქმა ბავშვს უგზავნის მესიჯს, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ თქვენს ფინანსებს, რაც ბავშვის შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც ნაცვლად ამ ფრაზისა, შეგიძლიათ უთხრათ “არ ვაპირებთ ჩვენ ამის ყიდვას, ვინაიდან უფრო მნიშვნელოვანი ნივთებისთვის ვზოგავთ თანხას”. თუ ამის შემდეგ იგი კიდევ უფრო ჩაგეკითხებათ, მაშინ თქვენ შესანიშნავი მომენტი გექნებათ დაიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დაზოგოს ფული და მართოს საკუთარი ფინანსები ეფექტურად.

7. არ გამოელაპარაკო უცნობებს
ბავშვებმა ეს გაფრთხილება შესაძლოა არასწორად გაიგონ და ცალკეულ ვითარებაში არასწორად გამოიყენონ, და მაგალითად უარი თქვან პოლიციელის, ან მეხანძრის დახმარებაზე. ამიტომაც გვაფრთხილებენ, რომ უცნობებთან გამოლაპარაკების აკრძალვის ნაცვლად, მას აღვუწეროთ კონკრეტული სიტუაცია და მაგალითად, ვკითხოთ “რას იზამდი, თუ მამაკაცი, რომელსაც არ იცნობ, შემოგთავაზებს ტკბილეულს და სახლში წაყვანას”? დაელოდეთ რას გიპასუხებთ ბავშვი ამ კითხვაზე და ამის შემდეგ წაიყვანეთ საუბარი სასურველი მიმართულებით.

8. ფრთხილად იყავი 

ამ ფრაზის თქმა, მაშინ როდესაც თქვენი შვილი ატრაქციონზე თამაშობს მას აფიქრებინებს, რომ უნდა დაეცეს. “თქვენი ნათქვამი მას აბნევს და ფოკუსირდება ჩამოვარდნაზე”,- ამბობს წიგნის “ბავშვმა უკეთ იცის” ავტორი დებორა სოლომონი.

9. არანაირი დესერტი მანამ, ვიდრე სადილს არ შეჭამ
ამ ფრაზით ბავშვი სადილით სიამოვნებას ვერასოდეს მიიღებს და ჭამას ჩათვლის, როგორც აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებას. ამას აჯობებს უთხრათ “ჯერ სადილს ვჭამთ და შემდეგ დესერტს ვაყოლებთ”, ამ ფრაზას გაცილებით უფრო პოზიტიური ეფექტი ექნება, ვიდრე წინა ფრაზას.

10. ნება მომეცი დაგეხმარო

როდესაც ბავშვი ცდილობს დაასრულოს ფაზლის აწყობა, ან კუბიკებით სახლის აშენებას, ბუნებრივია ამ დროს სურვილი გვიჩნდება დავეხმაროთ. თუმცა, ასე არასოდეს მოიქცეთ. “თუ თქვენ დაუსრულებთ “ფაზლის” აწყობას, ბავშვი თავს დამოუკიდებელ ადამიანად ვეღარ იგრძნობს და ყოველთვის შეეცდება პრობლემის გადაჭრაში სხვების დახმარებას დაელოდოს”. ამის ნაცვლად ჯობია ჰკითხოთ “როგორ ფიქრობ დიდი კუბები მაღლა უნდა იყოს თუ დაბლა? რატომ ფიქრობ ასე? მოდი ვცადოთ აბა?”.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here