Home განათლება ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი საგნების მიხედვით და ცვლილებები, რომლებზეც უნდა იცოდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი საგნების მიხედვით და ცვლილებები, რომლებზეც უნდა იცოდეთ

355
SHARE

2 ივლისიდან აბიტურიენტებს და მათ ოჯახის წევრებს საგამოცდო ციებ-ცხელება ეწყებათ. 2019 წლის ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

წელს, პირველად ეროვნული გამოცდების არსებობის ისტორიაში, აბიტურიენტს საშუალება ეძლევა საკუთარი კალამი შეიტანოს გამოცდებზე, ოღონდ კალამი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს გელიანი ( ე.წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5 – 0,7 მმ ბურთულიანი წვერით.

რაც შეეხება საგამოცდო განრიგს და თარიღებს, იხილეთ სესიების მიხედვით:

  • 2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
  • 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 9 – ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
  • 10 – ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
  • 10 – ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
  • 13 – ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
  • 16 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
  • 17 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
  • 19 – ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
  • 20 – ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
  • 23 – ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
  • 24 – ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;
  • 25 – ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 25 – ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
  • 26 – ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here