Home სხვადასხვა “ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო, ჩვენ ბრმა ნაწლავი გვეგონა…” – 16 წლის გოგონას...

“ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო, ჩვენ ბრმა ნაწლავი გვეგონა…” – 16 წლის გოგონას სკოლის დირექტორი

259
SHARE

“არაფერი შეგვინიშნავს, ბოლომდე აქტიური მოსწავლე იყო. სპორტის გაკვეთილებს ესწრებოდა, კალათბურთს და ფრენბურთს თამაშობდა”, – ამის შესახებ სკოლის დირექტორმა 16 წლის მოზარდის მიერ ბავშვის გაჩენის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ, დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიგეს, როდესაც გოგონას მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა ხშირად არ გაუცდენია, თუ მას სურვილი ექნება, შესაძლებელია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში იაროს. ამ ეტაპზე ველოდები გამოძიებას, რის შემდეგაც მშობლებს დავუკავშირდები“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

მათიცე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი, არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

„შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის მამაა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: fortuna.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here