Home ორსულობა რამდენი საათი უნდა ეძინოს ორსულს და რა დროს უნდა დაიძინოს მან? –...

რამდენი საათი უნდა ეძინოს ორსულს და რა დროს უნდა დაიძინოს მან? – მშვიდი ძილის საიდუმლოებანი

2005
SHARE

მომავალ მშობიარობაზე, პატარაზე და ათას წვრილმანზე ფიქრი ხშირად უძილობის მაპროვოცირებელი ფაქტორია ორსულებში. თუკი მსგავსი პრობლემა თქვენც გაწუხებთ, შეეცადეთ ის დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, რადგან ჯანსაღი და მშვიდი ძილი მნიშვნელოვანი ფაქტორია ორსული ქალის დღის რეჟიმში. ექიმების რჩევით სასურველია, ორსულ ქალს ეძინოს დღეღამეში 8-9 საათის განმავლობაში და მისი დაძინების მაქსიმალური დრო არ უნდა აღემატებოდეს 22:00 სთ. ძილის ფაზა ყველაზე მნიშვნელოვანია 23:00 საათიდან  02:00 საათამდე.

„მე ვიცი, რომ მშვიდი და ხანგრძლივი ძილი მნიშვნელოვანია, მაგრამ გესტაციის ბოლო პერიოდში ჩემთვის ძალიან ძნელია გამოძინება“– ესაა უმეტესი ჩივილი, რომელიც ორსულ ქალებს გააჩნიათ ამ პერიოდისათვის. ბუნებრივია, ბავშვის ზრდასთან დაკავშირებით, ასევე მის მოძრაობისა და მასის გათვალისწინებით, ძილის პროცესი ორსულობის ბოლო თვეებში მეტ–ნაკლებად დარღვეულია. ამ პერიოდში რთულია მოსახერხებელი პოზის მიღება, განსაკუთრებით მათთვის ვისაც უყვარს მუცელზე ძილი, ხშირია ტკივილები მყესის არეში, თუმცა მიუხედავად ამ სიძნელეებისა მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ შეინარჩუნოთ მშვიდი ძილის შესაძლებლობა

ძილის სწორი პოზა

გარდა დროული დაძინებისა, ძილის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოზის სწორად შერჩევა, მაგალითად, თუკი თქვენ ზურგზე გძინავთ, ამ დროს დილატირებული საშვილოსნო აწვება ერთერთ მნიშვნელოვან არტერიას, რაც ამცირებს ნაყოფის სისხლის მომარაგებას, გარდა ამისა, ასეთი პოზა იწვევს დიდ ღრუ ვენაზე ზეწოლას, რაც ასევე ამცირებს სისხლის ნაკადს გულის მიმართულებით, შედეგად, შეიძლება შეგაწუხოთ ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ და ფეხების შეშუპებამ.

საუკეთესო რეკომენდირებულ პოზას წარმოადგენს ძილი მარცხენა გვერდით მდგომარეობაში, რადგან ორსულობის ბოლო თვებში საშვილოსნო განიცდის გადახრას მარჯვნივ. როდესაც ორსული იღებს მარცხენა მხარეს მიბრუნებულ პოზას, ამით ავტომატურად მცირდება ზეწოლა მარჯვენა შარდსაწვეთსა და თირკმელზე.

მოსახერხებელი საწოლი

ორსულობის დროს ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს მოსახერხებელი საწოლი. რეკომენდირებულია დაძინება ზამბარიან საწოლზე, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მყარი კარკასი, ასევე მოსახერხებელია ბუმბულისაგან დამზადებული თეთრეული.

კომფორტული გარემო და საძინებელი

ყურადღება მიაქციეთ ოთახის ტემპერატურას. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა 17-23°С. განსაკუთრებით მაღალმა ან დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს, როგორც ნერვულ სისტემაზე, ასევე სხვადასხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. დაიცავით ტენიანობის მაჩვენებელი, რომლის სათანადო დიაპაზონია 40-60°С. თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ ტენიანობა ოთახის მცენარეების მეშვეობით, შეიძინეთ ჰაერის გამწმენდი, დეზინფექციისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარმჟავა.

რჩევები ძილის წინ

  1. შარდის ბუშტს აქვს თვისება დაიმახსოვროს და რეფლექსურად შეინახოს თქვენი შარდვის სიხშირე. ეცადეთ არ დალიოთ ბევრი წყალი ძილის წინ, რათა არ დაგერღვეთ ძილის რეჟიმი ხშირი შარდვის გამო.
  2. მოერიდეთ საკვებს და სასმელს, რომლებიც შეიცავენ კოფეინს, შაქარს ან არომატიზატორებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი და თამბაქო.
  3. რძე და რძის პროდუქტები შეიცავენ უაღრესად სასარგებლო კომპონენტებს, რომელიც აუცილებელია არა მარტო ორსულობის პერიოდში. რძე განსაკუთრებით გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. მიირთვით იგი დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
  4. ძილის წინ იკვებეთ მსუბუქად და მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი, ბუნებრივი პროდუქტი. ეს დაგეხმარებათ იძინოთ მსუბუქად და დილის პერიოდშიც არ შეგაწუხებთ გასტროინტესტინალური ჩივილები.
  5. სპორტული ვარჯიშების გარკვეული სახეობები კარგი საშუალებაა უძილობასთან გასამკლავებლად, თუმცა უმჯობესია, ისინი შესრულდეს დაძინებამდე სამი საათით ადრე.
  6. თბილი აბაზანა დაგეხმარებათ განტვირთვაში, იგი აფართოებს სისხლძარღვებს, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ადუნებს ორგანიზმს და ძილისათვის ამზადებს.

სრულყოფილი ძილი სრულფასოვანი ცხოვრების პირდაპირპროპორციულია

  1. გესტაციის ბოლო პერიოდში ორსულებს ხშირად აწუხებთ სპაზმები კიდურების მყესების მიდამოში. აღნიშნული სპაზმები ხშირად ვითარდება ძილის დროს და მოქმედებს ძილის ხარისხზე. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ექიმები გვირჩევენ მივიღოთ კალციუმი, მაგნიუმი, ვიტამინი თბილი რძე ამცირებს სპაზმების განვითრების რაოდენობას.
  2. გააკონტროლეთ მენიუ, გაამრავალფეროვნეთ ის ბოსტნეულითა და ხილით, ეს პროდუქტები მდიდარია საკვები ბოჭკოებით, განსაკუთრებით C ვიტამინით. შეამცირეთ რაციონში თეთრი პურისა და რაფინირებული სახამებლისაგან შემდგარი პროდუქტების რაოდენობა, არ მიიღოთ ბევრი ტკბილეული და თეთრი ბრინჯი.
  3. დაძაბულობის მოხსნას ხელს უწყობს ზღვის პროდუქტები, ისინი ასევე საკმაოდ კარგად მოქმედებენ თავის და თვალების ტკივილის დროს.
  4. ორსულობის დროს ხშირად ხდება პროთრომბინის დონის შემცირება, ამიტომ მიიღეთ რკინის შემცველი პოროდუქტები, ხორცი, ახალი ბოსტნეული და მოლუსკები.
  5. იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით, დასაშვებია წახემსება ჯანსაღი პროდუქტებით.

რჩევები სიმშვიდის  შესანარჩუნებლად

ორსულობის დროს უძილობის პრობლემები სხვადასხვა გარემო ფაქტორებითაა განპირობებული, ეს შესაძლოა იყოს ფსიქოლოგიური, მღელვარებით განპირობებული, ფიზიკური დაძაბულობით ან ორსულის მდგომარეობით. ეცადეთ გათავისუფლდეთ მღელვარებისაგან, შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ პოზიტიურ ფილმებს და შეასრულეთ დამამშვიდებელი ვარჯიშები. დამატებით შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში, არ დაგავიწყდეთ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, თუკი განსაკუთრებით შეუძლოდ იგრძნობთ თავს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here