Home სხვადასხვა ძალადობა ბავშვების მიმართ – 837 მიმართვიდან ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა 236, ფსიქოლოგიურ ძალადობას...

ძალადობა ბავშვების მიმართ – 837 მიმართვიდან ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა 236, ფსიქოლოგიურ ძალადობას – 164

368
SHARE

ბავშვის მიმართ ძალადობის კუთხით, კვლავ პრობლემად რჩება ძალადობის ფაქტების
გამოვლენა, დროული რეაგირება და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია. არ
არსებობს ეფექტიანი სერვისი, რაც მსხვერპლი ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესსა და საჭიროებაზე
მორგებულ ფსიქოსოციალურ დახმარებას უზრუნველყოფდა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში საქართველოს მასშტაბით სულ მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული, რაც ცალსახად ვერ აკმაყოფილებს არსებულ საჭიროებებს; 2017 წელს მომსახურება გაეწია ძალადობის მსხვერპლ 340 ბავშვს, თუმცა არსებული რესურსი ძალადობის მსხვერპლი თითოეული ბავშვის სრულ რეაბილიტაციას ვერ უზრუნველყოფს.

კვლავ მაღალია ბავშვის მიმართ ძალადობის მაჩვენებელი. 2017 წელს სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოში ბავშვის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შესული 837
მიმართვიდან ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა 236, ფსიქოლოგიურ ძალადობას – 164,
უგულებელყოფას – 222 და ეკონომიკურს – 10. ბავშვზე ძალადობის მიზეზით, სახელმწიფო
ზრუნვაში 2017 წელს 121 არასრულწლოვანი განთავსდა, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან კი, 837 შემთხვევიდან რეფერირება მხოლოდ 303 შემთხვევაში
განხორციელდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის კუთხით
განსაკუთრებით პრობლემურია პრევენცია და ძალადობის ფაქტის დროული გამოვლენა, ასევე
დაცვისა და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება. მინიმალურია და
არასაკმარისი ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები752
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა
ურთიერთობის გავრცელებულ ფორმაა; ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე
ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, რაც, რიგ შემთხვევებში, მძიმე შედეგებით სრულდება.
ამის მაგალითია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭებათ ბავშვებს
შორის ძალადობის პრევენციის მიმართულებით, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის დიდ
გამოწვევად რჩება. სამწუხაროდ, არ არსებობს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა ან ინსტრუქცია პედაგოგებისთვის, ისევე როგორც სასწავლო წლის განმავლობაში
გამოვლენილი ბულინგის შემთხვევების სტატისტიკა. ამასთან, აუცილებელია, ამ
მიმართულებით მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური სერვისის საქმიანობის
გაძლიერებაც, რაც ადამიანური რესურსებისა და ტერიტორიული ხელმისაწვდომობიდან
გამომდინარე, კვლავ პრობლემად რჩება.

პრობლემად რჩება კიბერბულინგის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირებაც. სუსტია მოსწავლეთა
ცოდნა თავიანთი უფლებებისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ; დაბალია და
კვლავ გამოწვევად რჩება პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის
ძალადობაზე რეაგირების, მათ შორის რეფერირების მექანიზმთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ჩატარებული მონიტორინგის
შედეგად გამოკითხულ მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ
ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის
მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს „წამორტყმას“, ხოლო ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია
მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%-ს; ასეთივე დამოკიდებულებები
გამოვლინდა სხვა ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართ.

მონიტორინგის შედეგებიდან, საყურადღებოა, რომ სკოლებში უცხო არ არის
დისკრიმინაციული დამოკიდებულება, მათ შორის უფროსების მხრიდან, ეროვნების,
რელიგიური აღმსარებლობის, გენდერის, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების,
არაპრესტიჟულ უბანში ცხოვრების, დაბალი ან მაღალი აკადემიური მოსწრების, ჩაცმულობის,
აქსესუარების ტარებისა და სხვა მიზეზების გამო; მოსწავლეების და სკოლის თანამშრომლების
ერთი ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება ან სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ არის ძალადობა.

მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ სკოლებში არსებული დისციპლინური სახდელები და
ძალადობაზე რეაგირების მექანიზმი არ არის ორიენტირებული ბავშვის, როგორც ძალადობის
მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის საუკეთესო ინტერესებსა და რეაბილიტაციაზე.
გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაშიც კი, სკოლებს არა აქვთ შემუშავებული და დადგენილი
ერთიანი ხედვა, თუ როგორ მართონ პროცესი. შესაბამისად, მათი მხრიდან ძალადობის
შემთხვევებზე რეაგირებაც არაერთგვაროვან ხასიათს ატარებს.

მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ ზომად საგაკვეთილო პროცესიდან
დათხოვნა კანონმდებლობის დონეზე არ არის სრულად მოწესრიგებული და ბავშვის
განათლების უფლების დარღვევის რისკს წარმოშობს. „ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონი და საჯარო სკოლების შინაგანაწესები არ უზრუნველყოფენ მოსწავლის
განათლების უფლების დაცვის გარანტიებს მაშინ, როდესაც მოსწავლეს სკოლიდან 5 დღემდე ან
5–10 დღის ვადით ითხოვენ. აღნიშნულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი სკოლის როლი და
ის, თუ რა მიზანს ემსახურება მსგავსი ტიპის დისციპლინური სახდელი და რამდენადაა ის
პროპორციული, ადეკვატური და შედეგზე ორიენტირებული.

აღსანიშნავია, სსიპ სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში ჩატარებული მონიტორინგი, რომელმაც
დაწესებულებაში ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით არასათანადო
მდგომარეობა გამოავლინა. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ იქ არსებული მდგომარეობა
ვერ პასუხობს ბენეფიციარის აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსების მიზნებს754 და არ არის
მორგებული ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, განსაკუთრებით კი, არ არის
ორიენტირებული ბენეფიციართა რესოციალიზაციაზე.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები: აღსაზრდელებს შორის ძალადობრივი და
კონფლიქტური დამოკიდებულება, არასრულწლოვნის აზრის გაუთვალისწინებლობა მასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაწესებულების ფიზიკური გარემო,
რომელიც არ არის ოჯახურთან მიახლოებული, ბენეფიციართა ცნობიერების დონე და
განათლების მიღების დაბალი მოტივაცია, ზოგადი, სისტემური ხასიათის ცვლილებების
საჭიროებაზე მიუთითებს.

კვლავ პრობლემად რჩება კერძო სკოლებში არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის საკითხი.
როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის დონეზე, არ არის განსაზღვრული კერძო სკოლებში
ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი,
რომელიც შესაძლებელს გახდიდა კერძო სკოლაში ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეული
ფაქტის სიღრმისეულად შესწავლას და ბავშვისთვის აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისა და
აზრის გამოთქმის საშუალების მიცემას. მნიშვნელოვანია ამ საკითხის გათვალისწინება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტის
შემუშავების პროცესში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
უძღვება.” – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში, ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here