Home სხვადასხვა “ცოტა ხანში რეკავს ბაბუამისი, თინუსამ ლაპარაკი არ მაცადა, გამომართვა ტელეფონი და ბაბუ”….

“ცოტა ხანში რეკავს ბაბუამისი, თინუსამ ლაპარაკი არ მაცადა, გამომართვა ტელეფონი და ბაბუ”….

276
SHARE

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ფეისბუქზე პატარა შვილიშვილის სახალისო ისტორიას წერს:

“შევეცადეთ, თინუსასთვის ბრინჯის ფაფა შეგვეპარებინა, ქათქათა და მშვენიერი, მაგრამ არაფრით არ გასინჯა. ცოტა ხანში რეკავს ბაბუამისი. მე ვუთხარი, მთლიანობაში კარგი გოგოა, მაგრამ განსახილველი საკითხებიც არსებობს, მაგალითად, ბრინჯის ფაფა არ შეჭამა-თქო.

თინუსამ ლაპარაკი არ მაცადა, გამომართვა ტელეფონი და ბაბუ…. მოუყვა ამბები. რომ გათიშა, ვეკითხებით, ბაბუმ რა გითხრა ფაფაზე-თქო? და ჰოი საკვირველებავ, არ დააყოვნა სხარტმა და უყოყმანო, უტეხმა და წარბშეუხრელმა პასუხმა – “არ შეჭამოო”.

ნუ ახლა, ცოტა ეჭვი კი მეპარება, მაგრამ ისე კარგად ვარ აღზრდილი, პირადი ლაპარაკის გადამოწმებას ხომ ვერ ვიკადრებ” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here