Home სიახლე „ჩვენი პატარა მოგზაური უკვე შინაა…”- დაკარგული მოზარდი, რომელსაც მეტყველების პრობლემა აქვს პატრულმა...

„ჩვენი პატარა მოგზაური უკვე შინაა…”- დაკარგული მოზარდი, რომელსაც მეტყველების პრობლემა აქვს პატრულმა იპოვა

198
SHARE

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც პატრულის მიერ მოზარდის პოვნას ეხება.

“დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს!
დაკარგული მოზარდი, რომელსაც მეტყველების სირთულეები აქვს პოლიციელებმა უმოკლეს დროში იპოვეს, იქამდე სანამ 112-ში შეტყობინება შევიდოდა.
ჩვენი პატარა მოგზაური უკვე შინაა და თავს კარგად გრძნობს, მოეწონა კიდეც პოლიციასთან ერთად მანქანით გასეირნება, სადაც მას პოზიტიური განწყობა და სათამაშოები დახვდა.

ჩვენი ასოციაცია დიდ მადლობას უხდის გაწული ოპერატიული და პროფესოინალურად შესრულებული საქმისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს II განყოფილების თანამშრომლებს ანდრო ოთინაშვილს, კახა ლამაზოშვილს, რომიკო გოგიაშვილს და ილია მეღვინიშვილს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციას და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობის ერთგული მხარდამჭერია.”

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here