Home სპორტი ჭაბუკ ქართველ ძიუდოისტთა შთამბეჭდავი გამარჯვება ბერლინში

ჭაბუკ ქართველ ძიუდოისტთა შთამბეჭდავი გამარჯვება ბერლინში

117
SHARE
8 ივნისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ძიუდოში საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა – ჩვენმა ძიუდოისტებმა 7 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ნაკრების 18 სპორტსმენიდან 16-მა სხვადასხვა სინჯის მედალი აიღო.

ჩემპიონები გახდნენ: ლუკა  მოდებაძე (42 კგ), გიგი ლოლაძე (50 კგ), მათე ბერუაშვილი (55 კგ), ვახტანგ პავლიაშვილი (60 კგ), გაგა გაგაძე (81 კგ), გიორგი მაისურაძე (90 კგ), ბასა   რთველიაშვილი (+90 კგ); ორი ქართული ფინალი გაიმართა – 60 და 90 კგ წონით კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი ჩატარდა 2002-2004 წლებში დაბადებულთათვის, საქართველოს ნაკრები კი 2004-2005 წლებში დაბადებული ძიუდოისტებით იყო დაკომპლექტებული. საქართველოს ნაკრებს ახლავს მწვრთნელები – თამაზ კარიაული და დავით კობერიძე. ამჟამად სპორტსმენები ერთობლივ ვარჯიშებს აგრძელებენ უცხოელ ძიუდოისტებთან ერთად და სამშობლოში 12 ივნისს დაბრუნდებიან.

საერთაშორისო ტურნირში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, შვედეთის, ესტონეთის, ბელარუსის ნაკრები გუნდები.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here