Home ორსულობა რამ შეიძლება გამოწვიოს წელის ტკივილი ორსულობის დროს და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

რამ შეიძლება გამოწვიოს წელის ტკივილი ორსულობის დროს და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

3265
SHARE

ურსულთა უმეტესობას წელის ტკივილი ორსულობის მეორე ტრიმესტრში(12-ე კვირიდან 24 კვირამდე) აღენიშნება. ორსულობისას წელის ტკივილის ძირითადი ბუნებრივი მიზეზი არის ის, რომ მენჯის ძვლები აწვება თეძოს ძვლებს. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს:

წონაში მატება – საშუალოდ ორსულობის პერიოდში ხდება 10-დან 15 კილოგრამამდე წონაში მატება. ხერხემალს კი უწევს გაუძლოს ამ სწრაფად მომატებულ წონას, რაც მისთვის არც ისე ადვილია. ამასთანავე ბავშვის წონაში მატება და საშვილოსნოს გაფართოება იწვევს დაწოლას სისხლის მიმოქცევის სისტემაზე და ნერვულ დაბოლოებებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში.
მოძრაობის შეცვლა – ორსულობა იწვევს თქვენი გრავიტაციული მოძრაობის ცენტრის შეცვლას, რაც თავის მხრივ ცვლის თქვენი სხეულის მოძრაობის მანერას. ეს შეიძლება თქვენი ზურგის ტკივილის მიზეზი გახდეს.
ჰორმონალური ცვლილებები – ორსულობის პერიოდში თქვენი სხეული გამოიმუშავებს ჰორმონ რელაქსინს. ეს ჰორმონი იწვევს მენჯის და მისი მიმდებარე სახსრების მოშვებას, რელაქსაციას რათა შემდგომში მშობიარობამ წარმატებით ჩაიაროს. იგივე ჰორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ძვლების „რელაქსაციაც“, რაც შეიძლება ტკივილის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
სტრესი – მას შეუძლია გამოიწვიოს ზურგის კუნთების დაძაბულობა, რაც თავის მხრივ ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ტკივილის შესამსუბუქებლად რამდენიმე ბუნებრივი და ეფექტური საშუალება არსებობს:
ვარჯიში – რეგულარული ვარჯიში აძლიერებს კუნთებს, რაც ამცირებს დაწოლას ხერხელამზე. დაკავდით ისეთი მსუბუქი ვარჯიშებით, რაც უსაფრთხოა თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის, მაგ: ცურვა, სეირნობა ფეხით ან ველოსიპედით, და ა.შ.
ცივი და ცხელი საფენები – დაიდეთ ცივი კომპრესები მტკივნეულ ადგილზე 20 წუთის განმავლობაში. რამდენიმე დღის შემდეგ შეცვალეთ ცივი კომპრესი თბილით. გახსოვდეთ, ნუ დაიდებთ თბილს საფენს მუცლის ქვედა არეალში.
გაიუმჯობესეთ მოძრაობა – ეცადეთ მიიღოთ სწორი პოზა მუშაობის, ჯდომის და სიარულის პერიოდში. ეს დაეხმარება თქვენს ხერხემალს მიიღოს ნაკლები დაწოლა.

ასევე გაითვალისწინეთ: 

  • თუ გიწევთ დახრა და რამის აღება, ნუ გააკეტებთ ამას შეტყუპებული ფეხებით;
  • მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს;
  • ნუ დაიძინებთ ზურგზე.

თუ ზურგის ტკივილი მუდმივია და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა იგი დროზე დაგეხმაროთ შესაძლო გართულებების თავიდან აცილებაში. საშიში სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • მუდმივი ტკივილის შეგრძნება;
  • თანდათან გაძლიერებული ან უცაბედად წარმოქმნილი წელის ტკივილი;
  • რითმული ტკივილის შეგრძნება;
  • შარდვის გაძნელება.

ნუ მიიღებთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ექიმის კონსულტაციის გარეშე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here