Home ორსულობა მეცნიერების დასკვნა – 3 რამ, რასაც ბავშვი დედის მუცელშივე სწავლობს

მეცნიერების დასკვნა – 3 რამ, რასაც ბავშვი დედის მუცელშივე სწავლობს

864
SHARE
მეცნიერებმა შეაგროვეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ და რას სწავლობს ბავშვი საშვილოსნოში. შესაძლებელია თუ არა, საკვების გემოს შეყვარება დაბადებამდე? აღნიშნული საკითხით ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი, პიტერ ჰეპერი დაინტერესდა.

თავის კოლეგებთან ერთად, მან ჩაატარა კვლევა, რომელშიც მუცლად მყოფი 33 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობდნენ ორსული დედები, რომლებიც ხშირად ნიორს მიირთმევდნენ, ან არ გამოიყენებდნენ მას. აღმოჩნდა, რომ ბავშვს გემოვნების შეგრძნება ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის დროსაც აქვს. ამას, როგორც წესი, 10 კვირის განვითარებული ნაყოფი ხვდება. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გემო შეიძლება პირდაპირ დედის სისხლიდან ჩვილის სისხლში, მომნელებელი სისტემის გვერდის ავლით გადაიცეს.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას ნივრიან კერძებს ამჯობინებდნენ, შემდგომ ბედნიერი მიირთმევენ ნივრიან კარტოფილს, მაშინაც კი, როცა ისინი 8-9 წლის არიან. ასევე ბავშვის გემოვნების ფორმირებაზე გავლენას ახდენს მაგალითად სტაფილოს წვენი. მეცნიერებმა ბავშვების განვითარების ფაქტი დააფიქსირეს იმ დროს, როდესაც მათი დედები ფეხმძიმობის ბოლო თვეებში სტაფილოს წვენს, ან წყალს ღებულობდნენ. სტაფილოს წვენის ან წყლის მიღების დროს 5 და 6 თვის ჩვილის სახის მიმიკის გაანალიზების შემდეგ, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვებს მაგალითად, სტაფილოს წვენის შეყვარება საშვილოსნოშიც შეუძლიათ. “როდესაც ბავშვს დედის მკერდზე მოათავსებენ, ის გრძნობს, იგივე გემოს, რომელსაც დაბადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ღებულობდა. თუ განსხვავებული გემო იქნება, შეიძლება პრობლემები შეიქმნას. ეს მშობლების მექანიზმია არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ ცხოველებშიც“, – განაცხადა ჰეპერმა.

2. ფინელმა მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც ორსული ქალების ერთ-ერთი ჯგუფი თითქმის ყოველდღე საბავშვო მელოდიას-Twinkle Twinkle Little Star-ს უსმენდა. მეორე ჯგუფი კი მელოდიას არ უსმენდა. “ექსპერიმენტის დროს, ბავშვებს ეძინათ“, – ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მინა ჰოუტილაინენი, რომელმაც კვლევა ჩაატარა. „იმისთვის, რომ მათი რეაქცია დაგვედგინა, ჩვენ ენცეფალოგრამა გამოვიყენეთ, ანუ ტვინის სხვადასხვა ნაწილის სიგნალის ჩაწერა”. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მუცლად ყოფნის დროს ბავშვების ტვინი, რომლებიც დაბადებამდე მელოდიას უსმენდნენ ძლიერ პულსაციას გამოსცემდნენ, მელოდიაზე რეაგირებდნენ, ხოლო მეორე ჯგუფის ბავშვებში, რომლებიც მელოდიას არ უსმენდნენ, რაიმე ცვლილება არ შეინიშნებოდა. ამის გათვალისწინებით მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის დროს მელოდიას სწავლობენ და იმახსოვრებენ.

3. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ატენა ვულუმანოსმა ადამიანების ქცევებსა და ხმაზე ახალშობილების რეაგირება შეამოწმა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჩვილებს ადამიანის საუბარი უფრო მეტად მოსწონთ და არა სხვა ხმები. გარდა ამისა, ახალშობილები საკუთარ, მშობლიურ ენაზე უფრო მეტს სწავლობენ და დიდი სიამოვნებით უსმენენ მას. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ბავშვებს შეუძლიათ არა მხოლოდ დედის მიერ ნათქვამი ხმები შეისწავლონ, არამედ სხვებისაც. კვლევამ დაადასტურა, რომ ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნაადრევად ახალშობილისთვის ხმის გაგებას. თუ სამშობიარო შენობაში ბევრი მექანიკური ხმა ისმის, ბავშვები ამ ხმებს იმახსოვრებენ. მომავალში ამან შესაძლოა ენის შესწავლისას პრობლემები გამოიწვიოს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here