Home სხვადასხვა “ბავშვი არის შოკურ მდგომარეობაში და…” – შემზარავი კადრები პლეხანოვიდან

“ბავშვი არის შოკურ მდგომარეობაში და…” – შემზარავი კადრები პლეხანოვიდან

11567
SHARE
პლეხანოვზე სწრაფი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ ძაღლს გადაუარა. ვიდეოს ინტერნეტმომხმარებელი ქეთი ზვერიაშვილი ავრცელებს.

“უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე !!! ეს ვიდეო არის დღეს გადაღებული პლეხანოვზე!!! ბავშვი კი, რომელიც ტრასაზე სიმწრისგან გდია, არის ჩემი დისშვილი!!! კადრში კარგად ჩანს, როგორ მოდის დასახლებულ პუნქტში გადაჭარბებული სიჩქარით მანქანა! ძაღლს, რომელიც ეკუთვნის ჩემს დისშვილს, ზედ უვლის და არ ამუხრუჭებს! აქვე აღვნიშნავ, რომ შეიძლება შიშის ნიადაგზე ბავშვიც შევარდნოდა მანქანას! ბავშვი არის შოკურ მდგომარეობაში და ვერ გამოგვყავს მდგომარეობიდან… აქვს სერიოზული სტრესი!!! მოგმართავთ საზოგადოებას, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს უსამართლობა! დღეს ჩემმა დისშვილმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა… ხვალ შეიძლება თქვენი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ ასეთი სისასტიკის წინაშე!! გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო, მაქსიმალურად რომ მივიდეს პიროვნებამდე, რომელმაც სტრესში ჩააგდო ჩემი ოჯახი! პიროვნებით მოხსენიებაც კი ზედმეტია ასეთი არსებისთვის! დროა, სამართალი აღორძინდეს! და ასეთი არაადამიანები დაისაჯონ კუთვნილი სასჯელით!!! შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ, როგორ მდგომარეობაში ჩააგდე ჩემი დისშვილი, უბრალოდ მინდა გითხრა, რომ გრცხვენოდეს!!! ბავშვს რომ ასე ტოვებ შუა ქუჩაში ძირს დაგდებულს, ისე, რომ არც კი აჩერებ, რომ უბრალოდ დახედო, შენ ღირსი ხარ, რომ ეს სასჯელი შესაბამისად მოიხადო!!! გააზიარეთ მაქსიმალურად!!!” – წერს ინტერნეტმომხმარებელი.

Banner 5

1 COMMENT

  1. ვერ ვუყურებ. გამისკდა გული. ნუთუ არ შეიძლება იმ ბოროტმოქმედის პოვნა და დასჯა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here