Home სხვადასხვა ბათუმში დაკარგული 3 წლის გოგონა მაშველებმა იპოვეს

ბათუმში დაკარგული 3 წლის გოგონა მაშველებმა იპოვეს

152
SHARE

ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს. პატარა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here